17:31 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-25 16:36:35, 648 ნახვა

საზოგადოება
12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 71,3 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

 რთველის პროცესი კახეთის რეგიონში გრძელდება. 25 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა  71,3 ათასი ტონა ყურძენი. აქედან 38,5 ათასი ტონა რქაწითელი, 28,7 ათასი ტონა საფერავი,  2,1 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

„ღვინის კომპანიებს ყურძენი უკვე 11 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, რომელთაც შემოსავლების სახით 62  მლნ-ზე მეტი ლარი მიიღეს.

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 24,8 ათასი ტონა, ყვარელი - 17,5  ათასი ტონა, თელავი - 16,8 ათასი ტონა, სიღნაღი - 6,4 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,6 ათასი ტონა, ლაგოდეხი -  2,1 ათასი ტონა, ახმეტა -  1,1 ტონა  ტონა და საგარეჯო  -  937.   

24 სექტემბერს ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 2,3 ათასი ტონა შეადგინა.   

ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 29 ღვინის კომპანია, მათ შორის, 9 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა.

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე  სუბსიდია გაიცემა:

კახეთის  რეგიონში რქაწითელზე და  კახური მწვანეზე - 1 კგ-ზე  - 0,45 ლარი;

 საფერავზე -  1 კგ-ზე - 0,20 ლარირაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე -  1 კგ-ზე - 2 ლარი.

;“,-ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე http://georgianwine.gov.ge/statistic  დაhttp://rtveli2016.gov.ge/statistic .

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენაზე - საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა
მდინარაძე „ენჯეოებსა“ და მედიაზე - საქართველოში მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics