21:29 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-25 17:10:25, 613 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ დანელია მარტვილისა და აბაშის ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, აბაშის მუნიციპალიტეტის კოოპერატივების წარმომადგენლებს, სოფელ გეზათისა და სეფიეთის მოსახლეობას შეხვდა. ოთარ დანელიას განცხადებით, მისი მთავარი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და მოსახლეობის დასაქმებაა:

„მე ვიქნები სოფლის მეურნეობის ქომაგი, აბაშაში ჩვენ ამ მიმართულების განვითარების საშუალება გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ახალგაზრდების გადინება არ მოხდეს სოფლებიდან“. ოთარ დანელია, მარტვილსა და აბაშაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ტალერისა და ლედგებეს ამომრჩევლებს შეხვდა. ოთარ დანელიამ მოსახლეობას პარტიის საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული ძირითადი მიმართულებები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, მას რაიონში არსებული გამოწვევები დეტალურად აქვს შესწავლილი. მისის განცხადებით, სოფლებისთვის მთავარ პრიორიტეტს გზების, სკოლების, ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია და გაზიფიცირება წარმოადგენს. „ეს ის პროექტებია, რომელიც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელისუფლების პირობებში დაიწყო და მომდევნო 4 წლის განმავლობაში მეტი აქტიურობით გაგრძელდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2017 წლიდან კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო სკოლებს ეტაპობრივად ჩაუტარდებათ კაპიტალური რემონტი. ასევე, 2017 წლიდან დამატებით 1 154 ოჯახს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს ბუნებრივი აირით. დაწყებულია და დაგეგმილ ვადებში დასრულდება საქართველოს ყველა რაიონის სრული ინტერნეტიზაცია”-აღნიშნა ოთარ დანელიამ.

(NS)

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics