11:50 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 09:15:14, 603 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ერთადერთი აქცია, რომელსაც ვგეგმავთ, ეს იქნება გამარჯვების აქცია 8 ოქტომბრის საღამოს

ერთადერთი აქცია, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ, ეს იქნება გამარჯვების აქცია 8 ოქტომბრის საღამოს, როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, როდის გეგმავს მმართველი ძალა აქციის ჩატარებას თბილისში.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი ძალა აქციის გამართვას და ქუჩების გადაკეტვით საზოგადოებისთვის დისკომფორტის შექმნას არ აპირებს.

„ჩვენ ვართ მმართველი ძალა, ხელისუფლებაში ვართ და არ ვიცი, ვის უნდა მოვუწყოთ აქცია. ჩვენ, პრაქტიკულად მოგებული გვაქვს არჩევნები და არანაირ აქციას და, მით უმეტეს, დისკომფორტის შექმნას ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ ქუჩები გადავკეტოთ და მოძრაობა ჩავკეტოთ, არ ვაპირებთ. ერთადერთი აქცია, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ, ეს იქნება გამარჯვების აქცია 8 ოქტომბრის საღამოს, როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ნიკა მელია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, თბილისში აქციის გამართვის თარიღი დაასახელოს.

„მოგეხსენებათ საარჩევნო კამპანია დასკვნით ეტაპზე გადადის და ყველა პარტია განსაკუთრებულ მზადებაშია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება გამარჯვებისთვის და სწორედ ამ სულისკვეთებით, 2 ოქტომბერს მასშტაბურ აქციას ვგეგმავთ თბილისის ცენტრში, რომელიც თავისუფლებისა და რესპუბლიკის მოედნებს მოიცავს, ბუნებრივია რუსთაველის გამზირის ჩათვლით.
ჩვენთვის კულუარულად ცნობილი გახდა, რომ 2 ოქტომბერს ქართული ოცნება იმავე ადგილას მსგავსი აქციის ჩატარებას გეგმავს, ამ ინფორმაციის წყარო არის, პირველი ის, რომ ყველა ჩვენი რეგიონალური შტაბის ხელმძღვანელი სატრანსპორტო საშუალების დაქირავებას  ცდილობს, სადაც მათ ეუბნებიან, რომ ყველა სატრანსპორტო საშუალება „ქართული ოცნების“ მიერ 2 ოქტომბრისთვის დაჯავშნილია, რათა ისინი თბილისში ჩამოვიდნენ. მეორე წყაროს მიხედვით კი თითქმის ყველა საჯარო სამსახურში ამ თარიღისთვის გაფრთხილებულები არიან. „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ ერთი დღის ვადაში დაასახელოს თარიღი, როდის აპირებს ჩაატაროს აქცია, რადგან ჩვენ 2 ოქტომბერს ვაპირებთ აქციის ჩატარებას და შეუძლებელია ერთ ქალაქში, ერთიდაიგივე ადგილას გაიმართოს ორი პოლიტიკური პარტიის სამშვიდობო აქცია“, - განაცხადა ნიკა მელიამ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დევნილთა სააგენტოს დირექტორი შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისი დამატებით 27-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა
როთი კობახიძეს - გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი!
სოფელ დიღომში სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics