10:52 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 11:03:02, 3324 ნახვა

კულტურა
ვოკალური ანსამბლი “The Quintessentce” უნგრეთისა და სლოვაკეთის ფესტივალებზე გამოვა

თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით ვოკალური ანსამბლი “The Quintessentce” ევროპის ორ დიდ ფესტივალში იღებს მონაწილეობას 2016 წლის შემოდგომას.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 29 სექტემბერს 21:00 საათზე პრაღაში (უნგრეთი) “La Fabrika”-ს დარბაზში საერთაშორისო აკაპელა ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ქართული ვოკალური ანსამბლის “The Quintessence”ის სოლო კონცერტი.

მათივე ცნობით, ფესტივალი წელს პირველად იმართება და ჯგუფისთვის ძალიან საპასუხისმგებლოა მასში მონაწილეობის მიღება, რადგან მსმენელის წინაშე წარსდგება ისეთი ჯგუფებთან ერთად, როგორებიც არიან “Rajaton”, “Jazzation”, “Yellow Sisters” და ა.შ.

30 სექტემბერს 20:00 საათზე ქალაქ ტრნავაში (სლოვაკეთი) საერთაშორისო აკაპელა ფესტივალის ZOOM + ფარგლებში  ასევე გაიმართება ქართული ვოკალური ანსამბლის “The Quintessence”ის სოლო კონცერტი.  ფესტივალი 2008 წლის შემდეგ იმართება ყოველწლიურად და სლოვაკეთის ყველაზე მაშტაბურ ფესტივალად ითვლება.

ვოკალური ანსამბლი “The Quintessentce” ჩამოყალიბდა 2012 წელს და მას შემდეგ ჯგუფის წარმატება და პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.

შემოქმედების ყველა ასპექტი: ხმა, ინტონაცია, ბალანსი, დინამიკა, სირთულე, შესრულების მანერა და ა.შ. სახტად ტოვებს მსოფლიოს ნებისმიერ მსმენელს. საზღვარგარეთ ჯგუფს ფენომენალურს და უნიკალურს უწოდებენ, რომლის მსგავსიც არ მოიძებნება მსოფლიოს თანამედროვე მუსიკალურ სივრცეში.

ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო არაერთ უმნიშვნელოვანეს კონკურსსა და ფესტივალში (“International A Cappella Contest Leipzig” გერმანია, “VOKAL.TOTAL” ავსტრია, “Tampere International A Cappella Festival” ფუნეთი; “Harmony Sweapstakes A Cappella Festival”  ამერიკა და ა.შ.) და არცერთი მათგანიდან არ დაბრუნებულა წარმატების გარეშე. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ღირსეულად წარმოაჩენენ ქართულ მუსიკას საერთაშორისო სცენაზე. სწორედ ამ წარმატებების შედეგია ის, რომ დღესდღეობით არა მარტო ევროპასა და ამერიკაში, არამედ აზიის მრავალ ქვეყანაშიც ვოკალური პოლიფონიის მსმენელი და ასევე ამ ჟანრში მონაწილე ისეთი ცნობილი ჯგუფები, როგორებიცაა “New York Voices”, “Manhattan Transfer”, “Real Group”, “Rajaton”, და ა.შ  კარგად იცნობენ “The Quintessence”-ის შემოქმედებას და ქართულ პოლიფონიას.

(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 456 960-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
„ფეისბუკებში დაუწერიათ, ხმას რათ არ იღებსო, კი ვიღებ, მარა დამღლელი ჩანს ალბათ“ - „პუბლიკა“ აკა მორჩილაძის წერილს აქვეყნებს
კალაძე - ჩვენ ვიცავთ ჩვენს თვითმყოფადობას, ეკლესიას, სარწმუნოებას - ამ ყველაფერით გვინდა ევროპაში
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics