14:21 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 15:19:35, 760 ნახვა

პოლიტიკა
წიკლაური: ხელისუფლება ისეთ არარაობებს, როგორიც ბესო კალაძეა, იყენებს, რათა არჩევნების შედეგზე გავლენა მოახდინოს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური  "თავისუფალი ზონის“ გლდანის ორგანიზაციის უკვე ყოფილი  ხელმძღვანელს,  ბესო კალაძეს სუს-ის მიერ მოსყიდულს უწოდებს.

როგორც წიკლაურმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ხელისუფლება ბესო კალაძესა და მის მსგავს ადამიანებს იყენებს იმისათვის, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინოს:

"ეს არის სრული აბსურდი. ჩემთვის გასაგებია და ვხედავთ უშიშროების სამსახურის მოქმედებას ბევრ  სფეროში. არის მუქარა, დაშინებები სხვადასხვა ადამიანების, გადაბირებები და სამწუხაროდ, ეს ადამიანიც არის მათ რიგში. ყველასთვის გასაგებია, რომ ეს არის მოსყიდული სუს-ის თანამშრომელი, რომელსაც რაღაც გარკვეული შანტაჟის გამო, ახლა ალაპარაკებენ ამ სისულელეებს.  კარგად ჩანს, როგორ პანიკაშია ხელისუფლება, როცა ისეთ არარაობებს, როგორიცაა ბესო კალაძე, იყენებს იმისათვის, რომ როგორმე გავლენა  მოახდინოს არჩევნების შედეგზე, მაგრამ ვერანაირი მცდელობები ვერ გამოიღებს ნაყოფს და 8 ოქტომბერს გამარჯვება იქნება ხალხის მხარეს-შესაბამისა "ნაციონალური მოძრაობის" მხარეს. ბესო კალაძე და მისი ზოგიერთი მეგობარი ხშირად დადიოდნენ ოფისში როგორც ჩანს, დადიოდნენ სპეციალური მისიით. ასეთი  ადამიანები  მიდიან და მოდიან, მჯაგრამ ის საქმე რაც ჩვენ ყველას ერთად გვაქვს გასაკეთებელი და რაც შეეხება საქართველოს აღმშენებლოს, რჩება უცვლელი და ამისთანა ადამიანების მცდელობები, ვერავის შეაფერსებს",-აღნიშნა  "ექსპრესნიუსთან" ნუგზარ წიკლაურმა.

შეგახსენებთ, "თავისუფალი ზონის“ გლდანის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბესო კალაძემ, თანაგუნდელებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის და მისი თანაგუნდელები მიხეილ სააკაშვილს არჩევნების შემდგომი არეულობის მოსაწყობად სჭირდება.

ბესო კალაძის თქმით,  ისინი ემიჯნებიან პარტიას და "თავისუფალ ზონას".

„აგვისტო-სექტემბერში, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის დროს, ჩემთვის ცნობილი გახდა კონკრეტული ფაქტის, კონკრეტული გარემოებების შესახებ, რამაც ჩემში გააჩინა კითხვები. ზოგიერთი ლიდერის მხრიდან, „თავისუფალი ზონის“ შეკრებების დროს, პირად საუბრებში ჟღერდებოდა ასეთი ინფორმაცია, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა ხელისუფლებაში დაბრუნება, ერთდერთი გზა იქნებოდა ქუჩა და ქუჩაში მიმდინარე პროცესები. „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაჩნდა კონკრეტული იდეა, კონკრეტული დავალებები უკრაინიდან, რომ შექმნილიყო სპეციალური ჯგუფი, სპეციალური ორგანიზაცია, ეს ორგანიზაცია არის „საქართველოს ერთგულების სახელით“, რომლის მთავარი მიზანი უნდა ყოფილიყო დესტაბილიზაციის მოწყობა“, - აღნიშნა ბესო კალაძე.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილთან აკავშირებს ნაცნობობა, სცადა თბილისიდან დაკავშირება, თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველოდან მასთან საუბარი ვერ შეძლო, პირადად ჩააკითხა უკრიანაში.

„რამოდენიმე დღის წინ ვიყავი უკრაინაში, შევხვდი მიხეილ სააკაშვილს, გავაცანი მას ჩემმი შეხედულებები, შევთავაზე ჩემი რესურსის საარჩევნოდ გამოყენება და კონკრეტული ფაქტების შესახებ გვქონდა საუბარი. ამავდროულად ჩემი გულისტკივილი გამოვხატე იმ მოსალოდნელ არეულობასთან დაკავშირებით, რომელიც პარტიაში ვრცელდებოდა. მიხეილ სააკაშვილისგან მივიღე კონკრეტული პასუხი ჩემს შეთავაზებაზე, რომ ჩემი და „თავისუფალი ზონის“ რესურსი მას არ სჭირდება საარჩევნოდ, ეს ხალხი მას სჭირდება არჩევნების შემდგომ ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად“, - აღნიშნა ბესო კალაძემ.

კალაძე ასევე სააკაშვილისგან მოსმენილ სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.

„მიხეილ სააკაშვილმა კონკრეტულად გვითხრა, რომ დანარჩენ ინსტრუქციბს მივიღებთ შუამავლის მეშვეობით. ჩვენი მთავარი მიზანი იქნებოდა არჩევნების შემდეგ, ვითომ არჩევნების გაყალბების სახელით დაგვეწყო საპროტესტო აქციები. ხელისულფება იძულებული უნდა გაგვეხადა, ჩვენი აქციებით, ჩვენი ქმედებებით, მომხდარიყო ჩვენი აქციების დაშლა. შემდგომ „რუსთავი 2“-ის მეშვეობით მოუწოდებდნენ ხალხს,  გამოსულიყვნენ ქუჩაში. ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო სახელმწიფო უწყებების ბლოკირება და ჩვენი მთავარი მიზანი უნდა ყოფილიყო სწორედ პროვოკაციების მოწყობა და ამ ყველაფერს შეიძლებოდა მოყოლოდა მსხვერპლი“,- აღნიშნა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, ის ემიჯნება პარტიას და „თავისუფალ ზონას“.

„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ის გეგმები, რომელიც სააკაშვილს და „ნაცმოიძრაობას“ აქვთ. მე, როგორც ქართველს, არ მსურს ქვეყანაში დესტაბილიზაცია, არ მსურს ქართველების დაპირისპირება, რადგან საქართველოში უამრავი პრობლემაა, ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობაა, ისედაც ხალხს უჭირს, კიდევ დამატებითი პრობლემები, კიდევ არეულობა, პირადად ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის არის მიუღებელი. მე მინდა საჯაროდ, მოსახლეობას  ვამცნო მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ და განვაცხადო, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად ვემიჯნები „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვტოვებთ პარტიის რიგებს“, -  აღნიშნა სპეციალურ ბრიფინგზე ბესო კალაძე.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და მათთვის ერთადერთი გამოსავალი და იმედი არის ის, თუ რა მოხდება არჩევნების შემდეგ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ცესკომ ძალადობრივი, პრორუსული პარტიის, „ალტ-ინფოს“ ახალ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია შეუჩერა
ნათია მერებაშვილმა ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსთან, შნუც დურთან შეხვედრა გამართა
დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისა და მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 2 პირი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics