11:21 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 16:00:38, 727 ნახვა

პოლიტიკა
გუგული მაღრაძე: ჯერ კიდევ მარტში ვვარაუდობდი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არეულობისთვის ემზადებოდა

"ქართული ოცნების" წევრის გუგული მაღრაძის შეფასებით, "თავისუფალი ზონის“ გლდანის ორგანიზაციის  უკვე ყოფილი ხელმძღვანელის, ბესო კალაძის დღევანდელი განცხადება რეალურია.

როგორც მან "ექსპრესნიუსს" განუცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" მიზანია, 8 ოქტომბრის  შემდეგ ქვეყანაში არეულობა მოხდეს, რათა არჩევნების დემოკრატიულობას ჩრდილი მიადგეს.

გუგული მაღრაძის თქმით, "თავისუფალი ზონის" წევრების ეს ნაბიჯი სწორედ იმითაა ნაკარნახევი, რომ მათ სურთ ნორმალურ,  სტაბილურ ქვეყანაში ცხოვრება და როდესაც რეალურად დაინახეს არეულობის  საშიშროება, საზოგადოება დროულად გააფრთხილეს:

"მემგონი ქართულ საზოგადოებას ეს არ უნდა გაუკვირდეს, რადგან ეს არის ზუსტად "ნაციონალური მოძრაობის" სტილი, რომ მათ ნამდვილად ძალიან ნათლად იციან, არანაირი წარმატება არ შეიძლება არჩევნებში მოიპოვონ. ამიტომ, მათი  ძირითადი აქცენტი არის იმაზე, რომ არჩევნების შემდეგ რაღაც არეულობას გამოკრან ხელი და ჩრდილი მიაყენონ არჩევნების დემოკრატიულობას. ასე რომ, ეს არ არის თითიდან გამოწოვილი ამბავი.  ჯერ კიდევ მარტში ვვარაუდობდი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამისთვის ემზადებოდა. ეს არის ერთ-ერთი მაჩვენებელი იმისა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაშიც" არიან ახალგაზრდები, რომლებსაც  შეიძლება "ნაცონალური მოძრაობა" თავის დროზე მოსწონდა, მაგრამ ქვეყანაში არეულობა არავის უნდა. 4 წელია მთავარი რაც არის, სიმშვიდეა ქვეყანაში და ადამიანებს მომავლისა და სტაბილურობის  განცდა აქვს. იმის გულისთვის, რომ რამდენიმე კაცმა რაღაც სარგებელი მიიღოს, საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად არ არევს სიტუაციას ქვეყანაში.  "თავისუფალი ზონის" წევრების ეს ნაბიჯი სწორედ იმითაა ნაკარნახევი, რომ მათ უნდათ ნორმალურ,  სტაბილურ ქვეყანაში ცხოვრება და როდესაც რეალურად დაინახეს ეს საშიშროება, დროზე გააფრთხილეს საზოგადოება და დროულად დატოვეს ის ორგანიზაცია, რომელიც მათგან მსგავსი ტიპის ქვეყნისთვის სამტრო მოქმედებას მოითხოვდა",-აღნიშნა მაღრაძემ.

კითხვაზე-რატომ დატოვეს მათ "თავისუფალი ზონა" მანცდამაინც ახლა, მაღრაძემ ასე უპასუხა:

"ალბათ, დგება ხოლმე ადამიანების ცხოვრებაში მომენტი, როცა რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ადამიანებს ფსიქოლოგიურად ახაიათებთ, რომ ბოლომდე არ უნდათ გამოუტყდნენ თავის  თავს და რაკი რამდენიმე წელი რაღაც საქმეს აკეთებენ, სურთ მოიწონონ  ის საქმე და რაღაც გამართლება ნახონ.   როცა ქუთაისში ამიგორეს ის, რომ მანქანით გოგონა გაიტანაო, როცა   მანქანის მართვა არვიცი და არასდროს საჭესთან არ ვმჯდარვარ, მაშინ ძირითად მობილიზაციას აკეთებდა "თავისუფალი ზონის" ხალხი. ქუთაისში ახლობლები მყავს და მათ მითხრეს, რომ "თავისუფალი ზონის" ხალხი დევნილთა დასახლებაში მუშაობენ იმისათვის, რომ  დამხვედროდნენ პარლამენტთან და  მკვლელი და ასეთი სახელები დაეძახათ. ესენი დესტრუქციული ძალა ყოველთვის იყო, რადგან იკვებება "ნაციონალური მოძრაობისგან", მაგრამ ამ ახალგაზრდების მიმართ მაქვს განცდა, რომ ეტყობა, მთლად ბოლომდე უჭირდათ იმისი გაცნობიერება, და ასევე, მათ ჩათვალეს, რომ უფრო გავლენიანი იქნება მათი განცხადება ახლა, ვიდრე რომ ეთქვათ 1 თვის წინ. ძალიან კარგია, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც პირველ რიგში გამოდიან იქიდან, რომ არ იყოს ქვეყანაში არეულობა. თუკი არ იქნება მშვიდობა და სტაბილურობა, განვითარება არ იქნება.ახალგაზრდები როცა ხედავენ, რომ ქვეყანა სწორი გზით მიდის, აღარ უნდათ არეულობაში მონაწილეობის მიღება. ჩემთვის ძალიან ბუნებრივი იყო მათი განცხადება და სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს",-განაცხადა გუგული მაღრაძემ.

მაღრაძე ასევე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებებს, რომ "თავისუფალი ზონის" წევრები სუს-მა გადაიბირა.

მაღრაძის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" მსგავსი გაცხადებების გაკეთების გარდა, სხვა გზა  აღარ აქვს:

"ვერავინ გადაიბირებს ვერავის, თუკი ამისთვის არ არის შინაგანად მომზადებული ადამიანი.  რატომ სხვა ვერ გადაიბირეს?! "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის ასეთ რამეს იტყვის.  მათ სხვა რა უნდა თქვან?! საზოგადოება უნდა იყოს კრიტიკული და ფხიზელი. რატომ უნდა უნდოდეს ახალგაზრდა კაცს არევ-დარევა ქვეყანაში? არავის უნდა. ზოგიერთი შეიძლება ისე ყავს "ნაციონალურ მოძრაობას" ყურებით დაჭერილი, თავის სიცოცხლეში ვერ გაიღებს ხმას. ვიცით მათი ხერხები.  მაგრამ როცა ქვეყანაში ასეთი ნორმალური ატმოსფერო უფრო და უფრო მტკიცდება, მემგონი, "ნაციონალურ  მოძრაობას" ძალიან ცოტა, თავისი ნათესაური წრე თუ დარჩება და ისინი, რომლებიც იმდენად არიან დანაშაულებრივი ხაზებით დაკავშირებული "ნაციონალურ  მოძრაობასთან", რომ სხვა გზა არ აქვთ, თუარ იქნებიან მათთან",-განაცხადა გუგული მაღრაძემ.

შეგახსენებთ, "თავისუფალი ზონის“ გლდანის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბესო კალაძემ, თანაგუნდელებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის და მისი თანაგუნდელები მიხეილ სააკაშვილს არჩევნების შემდგომი არეულობის მოსაწყობად სჭირდება.

ბესო კალაძის თქმით,  ისინი ემიჯნებიან პარტიას და "თავისუფალ ზონას".

„აგვისტო-სექტემბერში, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის დროს, ჩემთვის ცნობილი გახდა კონკრეტული ფაქტის, კონკრეტული გარემოებების შესახებ, რამაც ჩემში გააჩინა კითხვები. ზოგიერთი ლიდერის მხრიდან, „თავისუფალი ზონის“ შეკრებების დროს, პირად საუბრებში ჟღერდებოდა ასეთი ინფორმაცია, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა ხელისუფლებაში დაბრუნება, ერთდერთი გზა იქნებოდა ქუჩა და ქუჩაში მიმდინარე პროცესები. „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაჩნდა კონკრეტული იდეა, კონკრეტული დავალებები უკრაინიდან, რომ შექმნილიყო სპეციალური ჯგუფი, სპეციალური ორგანიზაცია, ეს ორგანიზაცია არის „საქართველოს ერთგულების სახელით“, რომლის მთავარი მიზანი უნდა ყოფილიყო დესტაბილიზაციის მოწყობა“, - აღნიშნა ბესო კალაძემ.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილთან აკავშირებს ნაცნობობა, სცადა თბილისიდან დაკავშირება, თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველოდან მასთან საუბარი ვერ შეძლო, პირადად ჩააკითხა უკრიანაში.

„რამოდენიმე დღის წინ ვიყავი უკრაინაში, შევხვდი მიხეილ სააკაშვილს, გავაცანი მას ჩემმი შეხედულებები, შევთავაზე ჩემი რესურსის საარჩევნოდ გამოყენება და კონკრეტული ფაქტების შესახებ გვქონდა საუბარი. ამავდროულად ჩემი გულისტკივილი გამოვხატე იმ მოსალოდნელ არეულობასთან დაკავშირებით, რომელიც პარტიაში ვრცელდებოდა. მიხეილ სააკაშვილისგან მივიღე კონკრეტული პასუხი ჩემს შეთავაზებაზე, რომ ჩემი და „თავისუფალი ზონის“ რესურსი მას არ სჭირდება საარჩევნოდ, ეს ხალხი მას სჭირდება არჩევნების შემდგომ ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად“, - აღნიშნა ბესო კალაძემ.

კალაძემ ასევე სააკაშვილისგან მოსმენილ სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.

„მიხეილ სააკაშვილმა კონკრეტულად გვითხრა, რომ დანარჩენ ინსტრუქციბს მივიღებთ შუამავლის მეშვეობით. ჩვენი მთავარი მიზანი იქნებოდა არჩევნების შემდეგ, ვითომ არჩევნების გაყალბების სახელით დაგვეწყო საპროტესტო აქციები. ხელისულფება იძულებული უნდა გაგვეხადა, ჩვენი აქციებით, ჩვენი ქმედებებით, მომხდარიყო ჩვენი აქციების დაშლა. შემდგომ „რუსთავი 2“-ის მეშვეობით მოუწოდებდნენ ხალხს,  გამოსულიყვნენ ქუჩაში. ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო სახელმწიფო უწყებების ბლოკირება და ჩვენი მთავარი მიზანი უნდა ყოფილიყო სწორედ პროვოკაციების მოწყობა და ამ ყველაფერს შეიძლებოდა მოყოლოდა მსხვერპლი“,- განაცხადა  კალაძემ.

კალაძის განცხადებით, ის ემიჯნება პარტიას და „თავისუფალ ზონას“.

„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ის გეგმები, რომელიც სააკაშვილს და „ნაცმოიძრაობას“ აქვთ. მე, როგორც ქართველს, არ მსურს ქვეყანაში დესტაბილიზაცია, არ მსურს ქართველების დაპირისპირება, რადგან საქართველოში უამრავი პრობლემაა, ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობაა, ისედაც ხალხს უჭირს, კიდევ დამატებითი პრობლემები, კიდევ არეულობა, პირადად ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის არის მიუღებელი. მე მინდა საჯაროდ, მოსახლეობას  ვამცნო მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ და განვაცხადო, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად ვემიჯნები „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვტოვებთ პარტიის რიგებს“, -  აღნიშნა სპეციალურ ბრიფინჯგზე ბესო კალაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და მათთვის ერთადერთი გამოსავალი და იმედი არის ის, თუ რა მოხდება არჩევნების შემდეგ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თავდაცვის მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
ახალი სამაშველო ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა
ნინო თანდილაშვილი - კლიმატის ცვლილება არ არის საზოგადოების ცალკეული ნაწილის გამოწვევა, ეს საყოველთაო პრობლემაა და მასთან გამკლავება ერთიან ძალისხმევას საჭიროებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics