12:49 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 18:14:26, 726 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ჟვანიამ ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დღიდან, მიმდინარე წლის 8 ივნისიდან8 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ სხვადასხვამნიშვნელოვან საქმიანობას ასახავს.

„საარჩევნო ადმინისტრაციამ ანგარიშგების თვალსაზრისით ახალი სტანდარტი  დაამკვიდრა. მედიის შემდეგსაარჩევნო პერიოდის საქმიანობის შესახებ შუალედური ანგარიში დღეს უკვე ადგილობრივ არასამთავრობოდა  საერთაშორისო ორგანიზაციებს წარვუდგინეთ. აღსანიშნავია, რომ ამ სამი თვის განმავლობაში  უდიდესი შრომაა ჩადებული და საარჩევნო ადმინისტრაცია ამ საქმიანობას სწორედ ანგარიშის მეშვეობით ასაჯაროებს და აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

პრეზენტაციაზე თამარ ჟვანიამ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის,ამომრჩევლებზე, საუბნო საარჩევნო კომისიებზე, დამკვირვებლებზე, ცესკოს საინფორმაციო კამპანიაზე,ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობაზე, ცესკოს გენდერულ პოლიტიკაზე.

 თამარ ჟვანიას განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია 8ოქტომბერს საზოგადოებას პირველად შესთავაზებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შედეგების დათვლისპროცესის ტრანსლაცია იქნება. ნებისმიერ დაინტერსებულ პირს შეეძლება ინტერნეტის საშუალებით, ონლაინრეჟიმში, ცესკოს ოფიციალური ვებ-გვერდის და სოციალური ქსელების მეშვეობით დააკვირდეს შედეგებისდათვლის პროცედურას, ვიდეოგადაღების 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცენტრალურსაარჩევნო კომისიაში.

ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებსსაარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მნიშვნელოვანი საქმიანობების შესახებ, რაცაუცილებელია გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო გარემოსუზრუნველსაყოფად.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე - საქართველოს კურსი უცვლელია - ქვეყნის ღირებულებები და ტრადიციები მუდამ ბმაშია ევროპულ კულტურასთან
კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია, რომელსაც ქართველი ფეხბურთელები, მორაგბეები და მათი ქომაგები იმსახურებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლატვიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
კალაძე - საფეხბურთო ნაკრებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემა ივანიშვილის მხრიდან კიდევ ერთი ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics