13:19 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 10:43:42, 654 ნახვა

რეგიონი
თეა წულუკიანმა ვალეს საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალციხის მუნიციპალიტეტში ვალეს საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.

საზღვრისპირა რეგიონში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით დაიწყო. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლია საზღვრისპირა სოფლების − სადახლოსა და არხილოსკალოს − მოსახლეობას, სადაც საზოგადოებრივი ცენტრები 2016 წელს გაიხსნა.

საზოგადოებრივი ცენტრების გახსნის მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული რაიონული ცენტრებიდან. პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების, ინტერნეტისა და ელექტრონული ბიბლიოთეკის მოქალაქემდე მიტანაა. საზოგადოებრივი ცენტრები შენდება რაიონული ცენტრებიდან დაშორებულ, მჭიდროდ დასახლებულ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე და, ასევე, საზღვრისპირა სოფლებში.

ვალეს საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოში რიგით 37-ეა. ახლად გახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა. მათგან ერთ-ერთი, ცენტრის მენეჯერი, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროექტ „50 საჯარო მოხელის" კურსდამთავრებულია. პროექტი 2015 წლის სექტემბრიდან ხორციელდება და ემსახურება ახალგაზრდების პროფესიული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობას, საჯარო სამსახურის მუშაობის პრინციპების გაცნობას, დემოკრატიული ფასეულობების ჩამოყალიბებას, საჯარო სამსახურის სისტემაში თვითდამკვიდრებისთვის საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას.

ვალეს საზოგადოებრივი ცენტრი სოფლების − ზემო სხვილისის, სხვილისის, წყალთბილის, ნაოხრების, აბათხევის, წინუბნის, ჯულღის, დიდი პამაჯის, პატარა პამაჯის, ორალის, ყულალისის, საძელისა და ხაკის − 14 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება.

საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს. ვალეში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ამ სოფელში არა მხოლოდ საჯარო სერვისები, არამედ „მაგთისა" და „ლიბერთი ბანკის" მომსახურებაც პირველად გახდება ხელმისაწვდომი, რაც პენსიონერებს − პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს.

ადგილობრივები ვალედან გაუსვლელად მარტივად შეძლებენ დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას; ქონების, მიწის, ქორწინების რეგისტრაციას და სხვ.

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისებს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს. საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკა. საზოგადოებრივი ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა მკვიდრ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ.

2013-2016 წლებში საზოგადოებრივი ცენტრები აშენდა და გაიხსნა მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, დაბა ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, იორმუღანლოში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, ყვარელწყალში, არხილოსკალოსა და ტყვიავში. საქართველოს მასშტაბით მოქმედ საზოგადოებრივ ცენტრებში 200-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. ამ დრომდე მათზე 250 000-მდე სერვისი გაიცა.

პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია - მოვითხოვთ, რომ მთავრობამ ზედმიწევნით დაიცვას გამოხატვის თავისუფლება
DW - შოლცი - რუსეთთან დაახლოებულ ქვეყნებს ეჭვი ეპარებათ, რომ უკრაინაში ომს რუსეთისთვის აზრი აქვს
რიჰარდს კოლსი- კანონის მიღება სიტყვისა თუ აზრის გამოხატვის ნებისმიერი თავისუფლების შეზღუდვა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics