16:25 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 11:49:16, 597 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: ვერანაირი რევოლუციები ვერ მოხდება, თუ ხალხი ამ ზომამდე მისული არ არის

სააკაშვილის გეგმა, მოქმედებაში რომ მოვიდეს მე ამას არ ველი, ვერანაირი რევოლუციები ვერ მოხდება, თუ ხალხი ამ ზომამდე მისული არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი და ენმ-ის ლიდერები რევოლუციაზე საუბრობენ.

როგორც უსუფაშვილმა განმარტა, რევოლუცია მხოლოდ ვინმეს სურვილით არ მოხდება, რადგან საქართველოს მოქალაქეები დაპირისპირებით დაიღალნენ.

„დღეს საქართველოში ვხედავ მოქალაქეებს, რომლებიც მტრობით დაპირისპირებით და სიძულვილით დაიღალნენ. მათ უნდათ არჩევნებზე მშვიდობიანად მივიდნენ და თავიანთი არჩევანი გააკეთონ. არჩევნების გზით ვინ მოიგებს ან ვინ წააგებს, ამას 8 ოქტომბრის შემდეგ გავიგებთ. ასეთ სიტუაციაში ხელისუფლებამ უნდა აღასრულოს კანონი და დაიცვას ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. თუ რა გზა არის სწორი, ამას შესაბამისი ორგანოები დაადგენენ“, -გაანცხადა უსუფაშილმა.

რაც შეეხება პოლიტიკურ ძალებს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მათ ცეცხლზე ნავთი არ უნდა დაასხან და პოლიტიკურმა ლიდერებმა მოსახლეობის გაგიჟების გზა არ უნდა აირჩიონ.

„არ უნდა ავირჩიოთ გზა მოსახლეობის გაგიჟების ან შეშინების, რომ ასეთ ფონზე გადაწყვეტილების მიღება არ მოუწიოთ. არჩევანი გააკეთონ არა ბოლო დღეებში აწეული ემოციური ფონის შედეგად, არამედ ბოლო წლების განმავლობაში გაკეთებული საქმეებიდან გამომდინარე. მოსახლეობამ კარგად იცის ვინ ვინ არის, ვინ რას წარმოადგენს და ვინ რისი გამკეთებელია. სწორედ ამის მიხედვით უნდა გააკეთონ არჩევანი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მე-2 მოსმენით 29 აპრილს განიხილავს
ირაკლი ღარიბაშვილი ირანის ელჩს შეხვდა
პრემიერი აქციებზე - კარგი არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა, ვინც ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული
კასპში "დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია დასრულდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics