21:30 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 12:21:38, 1097 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: პრაქტიკულად ყველა მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია კერძო და საჯარო დიალოგი, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში იმართება.

„ეს არის დიალოგი, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები და კერძო სექტორი ერთმანეთს უზიარებენ იმ მიღწევებს, რომელიც არსებობს ჩვენსა და ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებას შორის DCFTA-სთან მიმართებაში, ასევე, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ იმ პრობლემატიკაზე, რომელიც ამ მიმართულებით შეიძლება არსებობდეს. დღესდღეობით მინდა მადლობა გადავუხადო კერძო სექტორს, დონორ ორგამნზიაციებს და ევროპის კავშირს, რომელიც ძალაინ აქტიურადაა ჩართული ამ მიმართულებით. პრაქტიკულად ყველა მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. დღეს ჩვენ განვიხილეთ ასევე DCFTA Facility-ი, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან ერთად უკვე საქართველოშია წარმოდგენილი და ეს არის 390 მილიონიანი ფონდი, საიდანაც 50 მილიონი ევროს ნაწილი ქართულ ვალუტაში უკვე შესაძლებელია, რომ ჩვენმა მეწარმეებმა აიღონ. აქვე მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციები, რომლებიც იქნება აუცილებელი ასოცირების პარალელურად, იყოს აბსოლუტურად განჭვრეტადი. კერძო ბიზნესმა იცოდეს, თუ როგორ  და რა პერიოდში იქნება ყველა ეს წესი შემოღებული და შესაბამისად, მათთვის იყოს მაქსიმალური კომფორტი ამ მიმართულებით”,-აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მრგვალი მაგიდის ფორმატის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომლის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებისა და ევროკავშირის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაა.

შეხვედრაში ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ევროკავშირის დელეგაცია და საქართველოს მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
ხასაია - მიუხედავად ყველაფრისა, 2600 ლარით დამაჯარიმეს- სპექტაკლი დასრულებულია
ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა
კულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics