2016-09-27 12:29:44, 804 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
უსუფაშვილი: მე მგონი, ღარიბაშვილი არაფერ შუაშია, ივანიშვილმა შეგვახსენა საპრეზიდენტო მოწიფულობის ასაკს მივუახლოვდიო
მე მგონი, ღარიბაშვილი არაფერ შუაშია, ბატონმა ბიძინამ შეგვახსენა, რომ ორ წელიწადში საპრეზიდენტო არჩევნებია და ისიც შეგვახსენა, რომ თავად მიაღწია საპრეზიდენტო მოწიფულობის ასაკს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „მოგახსენებთ, რომ ბევრ ქვეყანაში 60 წლამდე ასაკის ადამიანებს პრეზიდენტობის კანდიდატად საერთოდ არ განიხილავენ. მე არ მგონია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აქ რაიმე შუაშია. ბიძინა ივანიშვილის განცხადებას სულ სხვა დანიშნულება ჰქონდა. მან შეგვახსენა, რომ თვითონ მიაღწია საპრეზიდენტო მოწიფულობის ასაკს და არჩვნებამდე 2 წელი დარჩა. დანარჩენი დასკვნები ალბათ, თვითონ უნდა გამოვიტანოთ. ალბათ ვხვდებით, რაშიც არის საქმე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ღარიბაშვილი არაფერ შუაშია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. შეგახსენებთ, რომ რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა რომ ის ირაკლი ღარიბშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლო ფაქტს მიესალმებოდა. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციამ პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა
აშშ- მოვუწოდებთ მთავრობას, მოუსმინონ გაფრთხილებებს, კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს
„გამოვიდეს პრემიერი და დაგველაპარაკოს“ - აქციის მონაწილეები მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან
„დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი, გააკეთეთ პოლიტიკური განცხადება“ - აქციის მონაწილეებმა „ქართულ ოცნებას“ ერთსაათიანი ვადა მისცეს
|
ომი უკრაინაშიზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 454 420-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|