16:28 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 13:22:37, 1033 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირმა ინაშვილი: სააკაშვილის დაანონსებული რევოლუციების არავის ეშინია

„მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული რევოლუციების არავის არ ეშინია“, - ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა  ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის  თანახმადაც  ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.

ინაშვილის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს, რომ  „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს გამოეთიშოს.

„დადასტურდება, თუ არ დადასტურდება ავთენტურობა, ეს მეორე საკითხია. ჩემთვის ის ავთენტურია, რადგან ჩვენ კარგად ვიცით მათი ზრახვების შესახებ. ის, რაც მოვისმინეთ, ეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა, ეს არის შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ და რევოლუციის მოწყობა. როგორ უნდა მოიქცეს ქართველი საზოგადოება, პირდაპირ უნდა მოვითხოვოთ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოეთიშოს არჩევნებს. სამართლებრივად უნდა მოხდეს ამის არგუმენტირება და საერთოდაც, უნდა მოვითხოვოთ, ამ ქვეყანაში აიკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა „ნაციონალური მოძრაობას", -აღნიშნა ირმა ინაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია - ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯო ბაიდენს აშშ-ში 9 მაისს შეხვდება
საქართველო თამბაქოს გარეშე
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, თანამედროვე ტიპის სავარძლები და ტენსატორული ბარიერები დამონტაჟდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics