22:26 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 13:41:45, 531 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა მინისტრის მოადგილეებმა ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკეს

დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეებმა გრიგოლ გიორგაძემ და გოგი ფაცაციამ საქართველოს ეროვნული გმირის,  ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკეს.

„ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მძიმეა დღევანდელი დღე. წლების გასვლა ვერ შეამსუბუქებს იმ ტკივილს, რაც ჩვენ ყველას ამ ომმა მოგვაყენა.   ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რა დიდი საშინელება, ნგრევა, ადამიანების დაკარგვა მოაქვს ომს და მომავალში უნდა ვიზრუნოთ, რომ  მშვიდობიანი გზით  შევძლოთ თანაცხოვრება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად. საჭიროა უფრო მეტი  ურთიერთობა, უფრო მეტი ადამიანური კონტაქტები, იმისათვის რომ ძალიან მალე დადგეს ის დღე, როდესაც ჩვენ ყველანი ვიტყვით, რომ მზად ვართ თანაცხოვრებისთვის“, - განაცხდა  გრიგოლ გიორგაძემ.

მინისტრის მოადგილეები გმირთა მოედანზეც იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

(NS)

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის
ბორელი - მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
ხასაია - მიუხედავად ყველაფრისა, 2600 ლარით დამაჯარიმეს - სპექტაკლი დასრულებულია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics