16:35 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 13:54:32, 670 ნახვა

საზოგადოება
1-ლი ოქტომბრიდან ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება

„ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება. 1-ლი ოქტომბრიდან, ყველა ის დაწესებულება, რომელიც რეგისტრაციის გარეშე განაგრძობს საქმიანობას, დაჯარიმდება“, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა.

ცვლილება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შედის. ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების სავალდებულო რეგისტრაცია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ინფექციების პრევენციისა და სანიტარული ნორმების დაცვის მიზნით ხორციელდება. ცვლილების შესაბამისად, ინფექციების პრევენციის მიზნით, ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრები 1-ელ ოქტომბრამდე ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ. ამისთვის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიმართონ.

რეგისტრაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოაციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზეა განთავსებული: http://www.moh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=709

1-ლი ოქტომბრის შემდეგ, მონიტორინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელებენ. არარეგისტრირებულ დაწესებულებებს კი ფულადი სანქცია დაეკისრებათ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ინფექციის გავრცელების მიმართულებით პრევენციული ღონისძიებებისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ინფექციის დროული გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ გავაძლიერეთ სკრინინგი, სტაციონარებს დაევალათ, რომ ყველა პაციენტი შემოწმდეს C ჰეპატიტზე,მომავალი წლიდან კი ვგეგმავთ, ამბულატორიებზეც იგივე ღონისძიებები გავატაროთ. ამას გარდა რეგიონალურ ცენტრებში ყველგან მიმდინარეობს სკრინინგი, ასევე სკრინინგი ხდება მოძრავი ამბულატორიების მეშვეობით, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ C ჰეპატიტის ელიმინაცია ქვეყანაში იმაზე ადრე განხორციელდეს, ვიდრე ვპროგნოზირებდით,“ - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.

მანვე მკურნალობის პროცესში ჩართული და მომლოდინე პაციენტების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია წარმოადგინა.

„ამ დროისთვის პროგრამაში 24.000 ადამიანია რეგისტრირებული, განკურნების მაჩვენებელი კი 90%-ს შეადგენს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე „ენჯეოებსა“ და მედიაზე - საქართველოში მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics