05:25 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 14:07:54, 658 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: არ დავუშვებთ, რომ ვიღეცებმა სისხლისღვრა და გადატრიალება მოაწყონ

„არავის არაფერი გამოუვა, ჩვენი მიზანია არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარება“,-ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ  ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა.

კალაძის თქმით, ბოლო პერიოდში არაერთხელ ითქვა, რომ გარკვეული ჯგუფები პროვოკაციებს გეგმავენ.

„არ დავუშვებთ, რომ ვიღაცებმა სისხლისღვრა და გადატრიალება განახორციელონ. ამაზე მიუთითებს „თავისუფალი ზონის“ განცხადება, რომელიც გუშინ გაკეთდა. მათ კარგად იციან, რომ არჩევნები აქვთ წაგებული და მათი გადარჩენის გზა მხოლოდ დესტაბილიზაცია, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. შესაბამისმა სამსახურებმა უნდა დაიწყონ გამოძიება და ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში”, -განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.

ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics