18:18 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 14:25:17, 1159 ნახვა

ეკონომიკა
საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას განაგრძობს

საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის ერთ-ერთი უმსხვილესი წყარო, საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ (Investment Group BGEO) ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას განაგრძობს.

„ბიჯეოს“ შვილობილმა კომპანიამ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ საქართველოში, კერძოდ საგურამოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ეკოლოგიურად სუფთა, ,,მწვანე“ ჰესი ააშენა. „საგურამოჰესის“ მშენებლობისთვის 11 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. „ბიჯეომ“ ჯამში 200 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“.

„საგურამოჰესის“ მშენებლობა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  ინფრასტრუქტურის და რესურსის გამოყენებით გახორციელდა. აგრეგატის დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 32 მლნ.კვტსთ. ჰესი ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ სათავე ნაგებობებისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას უზრუნველყოფს და წლის განმავლობაში თანაბარი სიმძლავრით იმუშავებს, რაც თბილისის სტაბილური წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტიაა.

„მოხარული ვარ, რომ საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ წარმატებით ასრულებს ძირითად საქმიანობას და აქტიურად განაგრძობს უცხოური მოზიდული კაპიტალის, სწორედ საქართველოში, ქართულ კომპანიებში ინვესტირებას. ჯამში ,,ბიჯეოს“ მიერ 200 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“.  საქართველოს ეკონომიკის განვითარების და სტაბილურობის გარანტი, სწორედ ქართული კომპანიების გაფართოვება და განვითარებაა. ზუსტად ისე, როგორც ეს კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა’’ განახორციელა. მინდა მივულოცო მთელს გუნდს ეს წარმატება. ჩვენი გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და მართვის დასავლური სტანდარტი მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვას შევძლებთ. მოზიდული ფინანსური რესურსის ინვესტირება კი სწორედ ქართული კომპანიების განვითარებაში მოხდება“, - განაცხადა საინვესტიციო ჯგუფ „ბიჯეოს“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.

დამატებითი ინფორმაცია საინვესტიციო ჯგუფის შესახებ იხილეთ: http://bgeo.com/

 

(R)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიშელი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო
TI - „ქართული ოცნება“ ოფშორებთან დაკავშირებულ საგადასახადო ცვლილებებს ივანიშვილს არგებს
სააკაშვილი - ხალხის დაკვეთა ერთიანობაა, რაც არჩევნებზე საერთო სიას ნიშნავს - ამ შემთხვევაში, ოპოზიცია „ოცნებას“ 70/30 პროპორციით დაამარცხებს
ვოლსკი - არც ერთი ახალგაზრდა, ვინც აქციაზე იყო, არ იტყვის, რომ ხაბეიშვილს ბრძოლაში წაჰყვება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics