10:30 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 14:41:57, 919 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტის პრესსპიკერი: არ შეიძლება საარჩევნო კამპანიის მთავარი ღერძი დესტაბილიზაციის საფრთხეზე საუბარი იყოს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს,  რომ მიმდინარე წლის არჩვენები სამართლიან, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განუცხადა.

როგორც მიშველაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის აზრით, ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებში შესაძლოა იყვნენ აგრესიისკენ მიდრეკილი ადამიანები, რომლებსაც საარჩევნო პროცესი უფრო დესტრუქციული ფორმით წარმოუდგენიათ.

„თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველ რიგში  სახელმწიფოს მხრიდან, რომ ყოველგვარ აგრესიასა  და ძალადობას გაეცეს პასუხი და საარჩევნო პროცესი მშვიდ და სამართლებრივ ჩარჩოში წარიმართოს. არჩევნებამდე დარჩენილ ამ მოკლე დროში არ შეიძლება საარჩევნო კამპანიის  მთავარი ღერძი იყოს გაუთავებელი საუბარი დესტაბილიზაციის საფრთხეზე, არ შეიძლება პოლიტიკოსები დებატებზე  მხოლოდ ურთიერთბრალდებების  ენით საუბრობდნენ. ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაუსვან სამართალდამცავმა უწყებებმა“,-განაცხადა მიშველაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კაია კალასი - აქცენტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე და არა მისგან დაშორებაზე უნდა გაკეთდეს
ქალთა მოძრაობა - ქალები ვირჩევთ ევროპას!
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics