00:31 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 16:21:55, 1212 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა DCFTA-ს ფარგლებში გამართულ საჯარო დიალოგში მიიღო მონაწილეობა

„ძალიან მნიშვნელოვანია კერძო და საჯარო დიალოგი, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში მიმდინარეობს. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კერძო სექტორს, ასევე დონორ ორგანიზაციებს და ევროპის კავშირს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ამ მიმართულებით“  - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც  საჯარო დიალოგი გაიმართა DCFTA-ს ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებისა და მხარდაჭერის საკითხებზე. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი ესწრებოდნენ.

„ეს არის დიალოგი, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები და კერძო ბიზნესი ერთმანეთს უზიარებენ მიღწევებს, რომლებიც არსებობს ჩვენსა და ევროპის კავშირს შორის, ვსაუბრობთ  თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე და ასევე  იმ პრობლემატიკაზე, რომლებიც ამ მიმართულებით შეიძლება არსებობდეს. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. დღეს ასევე  განვიხილეთ DCFTA Facility,  რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად უკვე საქართველოში არის წარმოდგენილი. ეს არის 390 მილიონიანი ფონდი,  საიდანაც 50 მილიონი ევროს ნაწილი ქართულ ვალუტაში უკვე შესაძლებელია ჩვენმა მეწარმეებმა აიღონ“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციები, რომლებიც შემდგომში  აუცილებელი იქნება ასოცირების პარალელურად, იყოს აბსოლუტურად განჭვრეტადი. „მნიშვნელოვანია კერძო ბიზნესმა იცოდეს, თუ როგორ და რა პერიოდში იქნება ყველა ეს წესი შემოღებული და, შესაბამისად, მათთვის იყოს მაქსიმალური კომფორტი ამ მიმართულებით“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ საჯარო დიალოგს ბიზნესასოციაციების,   საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ევროკავშირის დელეგაციისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრაზე ითქვა, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრების მიზანია კერძო სექტორთან საჯარო დიალოგის ხელშეწყობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი მაქსიმალური ჩართულობა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების პროცესში. პროექტის ფარგლებში მსგავსი ფორმატის შეხვედრების გამართვა საქართველოს  რეგიონებშიც იგეგმება.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics