15:32 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 16:24:57, 506 ნახვა

საზოგადოება
კახა კახიშვილმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

„23 წელი გავიდა ტრაგედიიდან, რომელმაც ძალიან ბევრი ტკივილი მოიტანა. ჩვენ კიდევ ერთხელ, ქედი უნდა მოვიხაროთ მათი გმირობის წინაშე. საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე დგას და ქვეყნის  კიდევ უფრო განვითარების პარალელურად, დარწმუნებული ვარ, სულ მალე, ჩვენი აფხაზი ძმები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და გამთლიანებულ საქართველოში გააგრძელებენ ცხოვრებას,“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.

სამხედრო კონფლიქტი აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დამთავრდა. 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
ვოლსკი - საქართველო აუცილებლად გახდება EU-ის წევრი და ვინც გაჰყვირის, რომ ამისათვის ეროვნული ინტერესების დათმობაა აუცილებელი, დასავლური კურსის დისკრედიტაციაში ის უნდა ვამხილოთ
Amnesty International - პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო პასუხი უნდა აგოს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics