00:50 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 16:41:04, 641 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ  სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო. 

,,27 სექტემბერი ჩვენს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღია. ეს არის დღე, რომელიც არასოდეს უნდა მიეცეს დავიწყებას. დაიღუპა უამრავი ადამიანი. ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ მათ და მათი სახელები არ უნდა მიეცეს დავიწყებას. აფხაზებთან მშვიდობას და მეგობრობას ალტერნატივა არ გააჩნია.  მხოლოდ მშვიდობიანად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ შერიგებისკენ, საქართველოს გაერთიანებისკენ"- აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

დაღუპული გმირების ხსოვნას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, პატივი მიაგეს  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ქალაქ ბათუმის მერმა და მთავრობის სხვა წევრებმა. ღონისძიებას დაღუპულთა ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. 
 
ბათუმის მერიის ინიციატივით, ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ომში დაზარალებულთა და ომში დაღუპულთა  70-ზე მეტ ოჯახს ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 300 ლარის ოდენობის თანხა გადაეცათ.

23 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას 27 ივლისს სოჭში ცეცხლის შეწყვეტისა და და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ დადებული შეთანხმება უძღოდა, თუმცა აფხაზური მხრიდან ის 16 სექტემბერს დაირღვა.

ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.

სოხუმის დაცემის დღეს, რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა  აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს.

(NS)








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics