17:10 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 18:51:31, 1316 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა კომპანია „Construction Service“-ი დაათვალიერა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შპს „Construction Service“-ის გაფართოებული საწარმო დაათვალიერა. საწარმოს ტექნოლოგიური გადაიარაღება კომპანიამ სამთავრობო პროგრამის  „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეძლო. 
შპს „Construction Service“ ფოლადის ნაწარმისა და ლითონკონსტრუქციების წარმოებაზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც  ნაკეთობების აწყობასა და მონტაჟს ახორციელებს.  კომპანია, რომელიც ევრო 4 სტანდარტის უახლეს საავტომობილო ამწეებს, კალათებსა და სხვადასხვა სამონტაჟო საშუალებას ფლობს, საწარმოს სრული სიმძლავრით ამუშავებისას 108 ადამიანს დაასაქმებს. ამასთანავე,  კომპანია სამომავლოდ პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.

მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობის შედეგად განხორციელებული ტექნოლოგიური გადაიარაღების შემდეგ, კომპანიამ მოიგო ტენდერი, რომლის შედეგადაც იგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობას ლითონკონსტრუქციებით მოამარაგებს. ამჟამად საწარმოში აღნიშნული შეკვეთის შესრულება მიმდინარეობს. 

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ძალიან დადებითი შედეგი აქვს. მისი განცხადებით, მხოლოდ რუსთავში პროგრამის მხარდაჭერით არაერთი საწარმო გაიხსნა და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა. გარდა ამისა, კომპანია „Construction Service“-მა შეძლო, წარმატებული კონკურენცია გაეწია უცხოელი მიმწოდებლებისთვის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის ლითონკონსტრუქციებით მომარაგების ტენდერი მოიგო.

„შესაბამისად, შეკვეთა, რომელიც შეიძლებოდა გასულიყო ქვეყნის გარეთ და იქვე დამზადებულიყო, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით რუსთავში ევროპული სტანდარტით მზადდება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.   

ამჟამად საწარმოში დასაქმებული მუშახელი ფლობს სპეციალურ სერტიფიკატს, რომლის მიხედვითაც მათ აქვთ შესაძლებლობა ლითონის კონსტრუქციები ევროკავშირის ქვეყნებისათვის დაამზადონ.

შპს „Construction Service“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტით სარგებლობს. პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო მოახდენს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 360,000 ლარს შეადგენს. 

კომპანია „Construction Service“ პირველ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანიშვილმა და რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ დაათვალიერეს. 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში - სეზონის გენერალური სპონსორია ბაზისბანკი
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პაპუაშვილი - რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics