07:52 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 19:27:45, 657 ნახვა

პოლიტიკა
ტყემალაძე: თუ ღარიბაშვილი კენჭს პრეზიდენტობაზე იყრის, მე პირველი დავუდგები გვერდში

თუ ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება და იყრის კენჭს პრეზიდენტობაზე, მე პირველი მივესალმები და დავუდგები გვერდში საარჩევნო კამპანიის დროს, - ამის შესახებ "თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ტყემალაძის თქმით, ღარიბაშვილი ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი იყო და მისი პოლიტიკაში დაბრუნება საქართველოს წაადგება.

"ვიტყოდი, რომ ღარიბაშვილი არა მარტო კარგი სათადარიგო მოთამაშია, არამედ ღარიბაშვილი კარგი მოქმედი მოტამაშეა. როცა ის ხელისუფლებაში იყო, ნამდვილად ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი იყო. ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, ვგულისხმობ "რესპუბლიკელების" პოზიციას. დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს. დამერწმუნეთ, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნება საქართველოს ბევრ სიკეთეს მოუტანს", - განაცხადა ტყემალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ირაკლი ღარიბაშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კენჭისყრას მიესალმება, თუმცა მისივე განმარტებით ამაზე საუბარი ნაადრევია.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
როიტენი - თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ Freedom House არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
ფიცო - ევროკავშირს ზოგჯერ უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება - მცირე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციის გამო იმედგაცრუებული ვარ
ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლი და „ციფრული უნივერსიტეტი​“ ამოქმედდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics