17:30 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 19:33:51, 1836 ნახვა

საზოგადოება
ქართველი ნაციონალისტები: ჩვენთვის საქართველოში ათასი რჯულის ხალხის ქართველზე წინ დაყენება მიუღებელია

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით,   ქართველი ნაციონალისტები  რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ. მათ დაკარგული   ტერიტორიები გაიხსენეს და ნაციონალისტური სიმბოლიკები გამოფინეს.

 მემარჯვენე იდეოლოგიის ადამიანები ნიღბებში,  შავ და სამხედრო ფერებში იყვნენ გამოწყობილი და საკუთარი წესებით მოქმედებდნენ.

აღსანიშნავია, რომ აქცია-მსვლელობის მონაწილეები  აგრესიულობით გამოირჩეოდნენ. მათ "ექსპრესნიუსთან" კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. უფრო მეტიც,  განაცხადეს, რომ "ექსპრესნიუსი"  სოციალისტები ფაშისტებად მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად  ტაში დაგვიკრეს. ტაშთან ერთად, ქართველი ნაციონალისტები "ექსპრესნიუსის" სახელს სკანდირებდნენ.

აქცია-მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, დღეს საქართველოში  ნაციონალისტური გამოღვიძება დაიწყო:

"ნაციონალისტები ბევრს  "ნაციონალები" ჰგონია. დღეს საქართველოში დაწყებულია ნაციონალისტური გამოღვიძება. ვერ გაუგიათ ვინ ვართ, ვინ  დგას ამ ბიჭების უკან.  ვერ წარმოუდგენიათ იდეოლოგიის გამო, ყოველგვარი ანგარების გარეშე გამოვიდეთ და საქმე გავაკეთოთ. იმიტომ გეშინიათ ჩვენი, რომ ერთი მხარე ფიქრობს ისე, მეორე მხარე ასე. ვერ გაუგიათ ვინ ვართ. ჩვენ ვართ გაჭირვებაში, სიბნელეში გაზრდილი "ბოვშები", რომლებიც დაიღალნენ.მიუღებელია ჩვენთვის საქართველოში ათასი რჯულის ხალხის ქართველზე წინ დაყენება. ამ ყველაფერს ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვით. ყოველგვარი შიშის გარეშე",-განაცხადა აქცია-მსვლელობის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ქართველი ნაციონალისტები მარშით ჩავლენ  გმირთა მოედანზე და  საქართველოს ერთიანობისთვის დაცემულ გმირებს პატივს მიაგებენ. ამის შემდეგ ისინი  თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც  ნაციონალისტურ სიმბოლიკას გამოფენენ.

 

ფოტო რეპორტაჟი




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება
გაზრდილი CashBack-ის ახალი აქცია იწყება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მცირე რესურსიანი ენების AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება
უკრაინა საზღვარგარეთ მყოფი 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის პასპორტების გაცემას წყვეტს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics