17:46 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 19:40:53, 615 ნახვა

საზოგადოება
მედიის წარმომადგენლებისთვის საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ტრენინგი გაიმართა

ტელეკომპანიების, პრესისა და ინტერნეტმედიის წარმომადგენლებმა საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი გაიარეს. ორდღიანი სწავლება, რომელიც გუდაურში გაიმართა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე ქეთი მაისურაძემ გახსნეს.

მედიის როლი საარჩევნო პროცესში, კენჭისყრის დღე და ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები, არჩევნების გაშუქების ძირითადი სქემები და ამ კუთხით არსებული საერთაშორისო გამოცდილება - ეს ის თემებია, რომლებზეც მედიის წარმომადგენლებს ინფორმაცია სწავლების ცენტრის ტრენერმა მაია გუდაძემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ექსპერტმა რუსუდან რუხაძემ მიაწოდეს.

ჟურნალისტებმა ინფორმაცია საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და იმ აქტივობების შესახებაც მიიღეს, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო პროცესში შშმ ამომრჩევლების ჩართულობის ხელშეწყობისა და მათთვის სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით ახორციელებს. გაიმართა დისკუსია. ჟურნალისტების კითხვებს პირადად ცესკოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე პასუხობდნენ.

„საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთი ტრენინგი ჩაატარა მედიის წარმომადგენლებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში. დავფარეთ როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული მედია. ვთვლი რომ ეს ურთიერთობა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია იმისთვის  რომ სწორად გაშუქდეს არჩევნები,  გაკეთდეს სწორი აქცენტები და განისაზღვროს ის პრიორიტეტები, რომლებიც საარჩევნო პროცესში მნიშვნელოვანი და საინტერესოა როგორც ამომრჩევლისთვის,  ისე ჩართული მხარისთვის.  რა თქმა უნდა ეს უნდა გაკეთდეს პროფესიულად მაღალ დონეზე. 

რაც შეეხება ბოლო ტრენინგს რომელსაც მე პირადად ვესწრებოდი, იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი როგორც ჩვენთვის ისე მედიის წარმომადგენლებისთვისაც. პროცესი იყო ინტერაქტიული. დაისვა ძალიან ბევრი კითხვა და ჟურნალისტებმა ბევრ კითხვაზე მიიღეს პასუხი. ვთვლი, რომ ეს არის ძალიან კარგი რადგან ეს ჟურნალისტები შეძლებენ არჩევნების პროფესიონალურად გაშუქებას“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ ტრენინგის შეფასებისას.

ტრენინგი გუდაურში 24-25 სექტემბერს ჩატარდა და ის საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით განახორციელა. ტრენინგი ჩაატარეს ცესკოს სწავლების ცენტრის, იურიდიული დეპარტამენტის, კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და IFES-ის ექსპერტმა.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics