02:42 - 17 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 19:48:00, 599 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ჟვანია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო განიხილეს. თამარ ჟვანიამ აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის სამართლიანი, სანდო, გამჭვირვალე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად.

„გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი პირველად ეწვია  ცესკოს. ის სულ რამდენიმე კვირის ჩამოსულია საქართველოში. მას აინტერესებდა არჩევნებთან დაკავშირებული მიმდინარე პროცესები. ასევე გამოხატა ძალიან დიდი მხარდაჭერა საქართველოში არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებისა და ამომრჩეველთა აქტიური მონაწილეობის თვალსაზრისით. შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული და საქმიანი. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერა, ისე ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის მხარდაჭერა გამჭვირვალობისთვის და რა თქმა უნდა, საარჩევნო პროცესების ხელშეწყობისთვის იქნება მაქსიმალურად დადებითი  და პოზიტიური საქართველოს არჩევნებისთვის“, - განუცხადა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ჯასტინ მაკკენზი სმიტმა მედიასთან არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ვფიქრობ, ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის. იმედი მაქვს, რომ საარჩევნო გარემო დარჩება მშვიდობიანი და რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე“, - განაცხადა ჯასტინ მაკკენზი სმიტმა.

(NS)

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არასამთავრობოები - ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს
რუსთაველზე სპეცრაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა - ვიდეო
აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, პუბლიკას და ტაბულას ჟურნალისები სცემეს - ვიდეო
თბილისში განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ს რეაქცია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics