22:34 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 20:05:08, 567 ნახვა

პოლიტიკა
იოსებ მაკრახიძე ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე გორში ელექტროფიკაციის, კომბინატის და თედოწმინდის დასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. 

დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩველს პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელ გეგმებზე ესაუბრა. 

“2012 წლის არჩევნების შემდეგ, ჩვენმა ხელისუფლებამ საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპზე დაფუძნებულ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკას, რომლის შემდგომი სრულყოფა საქართველოში თითოეული ადამიანის ღირსეულ ცხოვრებას და კეთილდღეობას უზრუნველყოფს”, - განაცხადა მაკრახიძემ. 

მისივე თქმით, ჯანდაცვის ბიუჯეტი 2012 წლის შემდეგ თითქმის 2,5-ჯერ გაიზარდა, გაორმაგდა სოციალური დახმარების ბიუჯეტი და სოციალური დახმარების ოდენობა. 

„შეიქმნა სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების ახალი, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული მეთოდოლოგია. ოჯახებს ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე ენიჭებათ განსხვავებული სარეიტინგო ქულები და ისინი იღებენ სხვადასხვა რაოდენობის სოციალურ დახმარებას. 57 000 ქულიდან 65 000 ქულამდე გაიზარდა საარსებო შემწეობის მიმღებთა ზედა ზღვარი. 2020 წლამდე „ქართული ოცნების“ სოციალური დაცვის პოლიტიკის ძირითადი პრინციპებია: სიღატაკის დაძლევა და სიღარიბის შემცირება, სოციალური დახმარების სისტემის ეფექტიანობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა, დასაქმების მოტივაციის გაზრდა და ხელშეწყობა. მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით”, - განაცხადა იოსებ მაკრახიძემ.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics