00:55 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 12:42:17, 1273 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში 139 ქვეყანას შორის 59-ე ადგილს იკავებს

საქართველო გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში 139 ქვეყანას შორის 59-ე ადგილს იკავებს, - აღნიშნული ინფორმაცია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ანგარიშის თანახმად, წინა წელთან შედარებით საქართველომ კონკურენტუნარიანობის მხრივ პოზიცია შვიდი საფეხურით გააუმჯობესა. 2016-2017 წლის რეიტინგში საქართველოს 4,32 ქულა აქვს მინიჭებული.

აღსანიშნავია, რომ სიაში პირველ ადგილს შვეიცარია იკავებს. მას მოსდევენ სინგაპური, აშშ, ნიდერლანდები და გერმანია. ბოლო სამეულს კი ჩადი, მავრიტანია და იემენი წარმოადგენენ.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს, თურქეთი რეიტინგში 55-ე ადგილზეა, სომხეთი - 79-ზე, აზერბაიჯანი - 37-ზე, რუსეთი კი 43-ზე.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ექსპერტების შეფასებით, ევრაზიის რეგიონში საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მეტად გაუმჯობესდა.

“ყველაზე გაუმჯობესებული ევრაზიული ეკონომიკა საქართველო (შვიდი საფეხურით გადაინაცვლა წინ და 59-ე ადგილს იკავებს) და ტაჯიკეთია (5 საფეხურით გადაინაცვლა წინ და 77-ე ადგილს იკავებს). ორივე ქვეყანაში მოსალოდელია, რომ მშპ 2016 წელს 2,5 პროცენტზე მეტით გაიზრდება, რაც ბოლო ათწლეულის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია, თუმცა უფრო მაღალია, ვიდრე ევრაზიის სხვა ქვეყნებში”, - ნათქვამია ანგარიშში.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ევრაზიის რეგიონის ყველა ქვეყანაში, საქართველოს გარდა, ექსპორტის მოცულობა შემცირდა.

“ევრაზიის რეგიონის კონკურენტუნარიანობა ზოგადად სტაბილური იყო, თუმცა რეგიონის ქვეყნების უმეტესობა განიცდიდნენ პრობლემებს, რაც ნედლეულის ფასის ვარდნას, გაცვლითი კურსის რყევასა და რუსეთისა და უკრაინის რეცესიას, ასევე ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შეჩერებას უკავშირდება. ამ შოკებმა კონკურენტუნარიანობაზე ორი მიმართულებით მოახდინა გავლენა:  ყველა ევრაზიული ქვეყნის ეკონომიკაში, საქართველოს გარდა, დაფიქსირდა ექსპორტის მაჩვენებლის ვარდნა, რამაც მათი ბაზრის მთლიანი მოცულობა შეამცირა”, - წერია ანგარიშში.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics