15:51 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 13:26:27, 700 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია: მომავალი მარცხის გამო ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან პანიკას და შიშს აქვს ადგილი

გვინდა მოვუწოდოთ ივანიშვილს, არჩევნებში მარცხის შემდეგ მათ არ დატოვონ საქართველო. მომავალი მარცხის გამო ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან პანიკას და შიშს აქვს ადგილი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ხელისუფლება ოპოზოციაში უნდა გადავიდეს, რადგან ეს ქვეყნის ნორმალური, ევროპული განვითარებისთვისაა საჭირო.

„ნორმალურ, ევროპულ ქვეყნებში ხელისუფლებები მარცხის შემდეგ დევნილობაში კი არ მიდიან, ან მითუმეტეს ციხეში, უბრალოდ გადადიან ოპოზიციაში. ჩვენი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელობაში არის სრული კონსენსუსი, რომ მიუხედავად არაერთი დანაშაულისა, მათ მიმართ, არჩევნებში გარდაუვალი მარცხის შემდეგ, არ უნდა განხორციელდეს სამართლებრივი დევნა. 2012 წელს ჩვენს ისტორიაში პირველად მოხდა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა - ეს ჩვენთვის ძალიან უსიამოვნო იყო, ჩვენ დავმარცხდით, მაგრამ ეს იყო აუცილებელი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის”,- აღნიშნა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, 2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოში მშვიდობიანი გზით მეორედ შეიცვლება ხელისუფლება.

„2016 წლის 8 ოქტომბერს ჩვენ მეორედ შევცვლით, მშვიდობიანად და არჩევნების გზით ხელისუფლებას და საქართველო ჩააბარებს მეორე ტესტსაც - ანუ ჩვენ გვეყოლება ყოფილი ხელისუფლება ოპოზიციაში და არა ციხეში და დევნილობაში. ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის თუ ისინი ქვეყნიდან გაიქცევიან“,- განაცხადა ბოკერიამ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს პროკურატურაში, ევროკავშირთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა
თავდაცვის მინისტრი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო
შოლცი - გერმანია უკრაინისთვის Taurus-ების მიწოდებაზე უარს ამბობს, რადგან რუსეთსა და ნატოს შორის ომის თავიდან არიდებას ცდილობს
ნინო თანდილაშვილმა ბრიუსელში, გენერალური დირექტორატის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics