15:00 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 14:38:34, 663 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო რომის პაპის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რომის პაპის ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საპატრიარქო პატივისცემით მიესალმება სტუმარს და იმედოვნებს, რომ მისი ჩამოსვლა მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას ხელს შეუწყობს.

"როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით 30 სექტემბერს ჩვენს ქვეყანას ესტუმრება მისი უწმინდესობა, რომის პაპი ფრანცისკე I თანმხლებ პირებთან ერთად. საქართველოს საპატრიარქო პატივისცემით მიესალმება სტუმარს და იმედოვნებს, რომ მისი ჩამოსვლა ხელს შეუწყობს მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას.

ამასთან, ვაცხადებთ, რომ ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ამ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ საჯარო სივრცეში დაფიქსირებული მკვეთრად უარყოფითი განცხადებები და მათაც და საერთოდ ყველას მოვუწოდებთ სიმშვიდისაკენ.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ჩვენს და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის შუა საუკუნეებიდან შეწყვეტილია ლოცვით-ევქარისტიული კავშირი; და ვიდრე არსებობს დოგმატური სხვაობები, საეკლესიო სამართლის მიხედვით, მართლმადიდებელი მორწმუნეები არ იღებენ მონაწილეობას მათ მსახურებაში.
ბუნებრივია, პაპი მესას კათოლიკებისათვის ატარებს და ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პროზელიტიზმის გამოვლინებად, როგორც ამას ზოგიერთები მიიჩნევენ", - ნათქვამია განცხადებაში. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მათიკაშვილი - ყველა რადიკალის გასაგონად - ერთ მუშტს მოიქნევთ? - ათი მოგხვდებათ
გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციული სივრცე ეწყობა
ლანდსბერგისი - საქართველოს დანიშნულების ადგილი ევროპაა
კალაძე მილერის განცხადებაზე - გამორიცხულია, ხელისუფლებამ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონის ფარგლებს სცდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics