09:06 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 17:23:06, 2293 ნახვა

ეკონომიკა
ბათუმში 415 ნომრიანი სასტუმრო „ეიფორია“ გაიხსნა

ბათუმს ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო " ეიფორია ბათუმი" შეემატა. სასტუმროს გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო.  გიორგი კვირიკაშვილმა, მოწვეულ სტუმტებთან ერთად, ახლადგახსნილი სასტუმრო დაათვალიერა,

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე კიდევ ერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ იგი დადებითად ასახვას ჰპოვებს ტურიზმის განვითარებაზე. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა "მეტრო ატლას ჯორჯიას" დამფუძნებელს, გალიფ ოზთურქს მნიშვნელოვანი ინვესტიციისა და "საქართველოს სოლიდარობის ფონდში" განხორციელებული დონაციისთვის.

"ეს არის 90 მილიონი დოლარის ინვესტიცია, უზარმაზარი დასასვენებელი კომპლექსი. მინდა მადლობა გდავუხადო ბატონ გალიფ ოზთურქს ამ მშვენიერი სასტუმროსთვის. ასევე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო მას "სოლიდარობის ფონდში" გაწეული დახმარებისთვის, რაც ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ თანხებით ათობით ბავშვის სიცოცხლე იქნა გადარჩენილი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასტუმროს მშენებლობის პერიოდში 1500-მდე ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო მუდმივად მისი დასრულების შემდეგ 600-მდე ადამიანი დასაქმდება. ეს არის 600 წელში გამართული ოჯახი, ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომელიც დასაქმდება ამ ტურისტულ კომპლექსში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი, როგორც ეკონომიკური განვითარების მიმართლებით, ასევე სოციალური კუთხით,"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერ-მინისტრმა აჭარის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა  და ტურიზმის სფეროს განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აჭარაში მთავრობა გეგმავს ძალიან საინტერესო პროექტებს მთიანი აჭარის განვითარების მიმართულებით. იგეგმება ხულო-ადიგენის გზის მშენებლობა, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება. ასევე გარემონტდება, თანამედროვე ევროპული სტანდარტების მიხედვით, ბათუმიდან ხულოსკენ მიმავალი გზა. განვითარდება კურორტ გოდერძის მიმართულება.  ორიოდე დღის წინ საფუძველი ჩაეყარა ახალი 150-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას. ბათუმში არის დაგეგმილი უამრავი ახალი პროექტი, სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა, გასართობი ცენტრების მშენებლობა. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება როგორც აქამდე, მომავალშიც განსაკუთრებულად წაახალისებს  ტურიზმის სფეროს, ვინაიდან არცერთ სხვა დარგს არ აქვს დასაქმების ისეთი ძლიერი ეფექტი, როგორც ეს ტურიზმის შემთხვევაშია,"-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სასტუმროში- „ეიფორია ბათუმი“  415 სხვადასხვა ტიპის ნომერია განთავსებული. მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 90 მილიონი დოლარია, ასევე მოიცავს გასართობ და სავაჭრო ცენტრ ″მეტრო სითის". პროექტის ფარგლებში, მშენებლობაზე 1500 ადამიანი მუშაობდა, ხოლო სასტუმრო კომპლექსში 600 ადამიანი დასაქმდება.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics