15:11 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 17:38:02, 863 ნახვა

პოლიტიკა
ხუხაშვილი ბურჭულაძეზე: შეცდომა იყო, როდესაც გაერთიანებაზე კონტროლი 2-3 დღის გაცნობილ ადამიანებს გადასცა

"გირჩის" მიერ პაატა ბურჭულაძის გაერთიანების დატოვება საკმაოდ კანონზომიერი პროცესია, - ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, ფილტრაციის მექანიზმის არარსებობის პირობებში, პარტიამ დაშლა დაიწყო.

"პაატა ბურჭულაძის ირგვლივ 2 ეტაპად განვითარდა კრიზისი. პირველი ეტაპი ეს იყო, როდესაც სისწრაფეში ფილტრაციის მექანიზმის არარსებობის პირობებში, როგორც კი მასზე დაიწყო მასიური შეტევა, პარტიამ დაიწყო დაშლა. გამოვლინდა თვითონ ამ პარტიის სისუსტეები. ბურჭულაძე ფაქტობრივად იძულებული იყო, რომ ამ სისუსტეების ამოქოლვის მიზნით, რაღაც ტიპის გაერთიანება შეეკრა. ეს იყო პირველი ეტაპი, იმისათვის, რომ სტაბილიზება მოეხდინა. მეორე ეტაპი იყო უკვე, როდესაც ფაქტობრივად გაერთიანებაზე კონტროლი იმ ადამიანებს გადასცა, რომლებიც ახლა მას ტოვებენ", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტი თვლის, რომ ბურჭულაძის შეცდომა პოლიტიკურ პარტნიორებზე უარის თქმა იყო.

"ჩემი აზრით მისი მხრიდან ბევრად უფრო სერიოზული შეცდომა იყო დაშვებული, როდესაც მან ფაქტიურად უარი თქვა თავის პოლიტიკურ პარტნიორებზე ვისთანაც მთელი ეს პროცესი დაიწყო. ასევე, შეცდომა იყო, როდესაც გაერთიანებაზე კონტროლი  2-3 დღის გაცნობილ ადამიანებს გადასცა. შესაბამისად ის რაც დღეს ხდება კანონზომიერია და უკვე ხსენებულის შედეგია", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "გირჩმა" პაატა ბურჭულაძის გაერთიანება დატოვა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
სააკაშვილი - ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ახალმა თაობამ, რომელიც ამისთვის სრულად მზად არის
ცესკომ „ალტ-ინფოს“ ახალ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია შეუჩერა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics