07:59 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 17:38:29, 1339 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური ბულგარეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დესისლავა ივანოვასთან.

როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, მინისტრმა ელჩს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. ნოდარ ხადურმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი ბულგარეთის ურყევი მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის წარმატებულად გაგრძელდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ძირითად საკითხებს, მათ შორის, პარტნიორობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. განიხილეს საქართველოსა და ბულგარეთს შორის ტრანსპორტის, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში პარტნიორობის საკითხები, ასევე, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალზე აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარების პროცესში.

ფინანსთა მინისტრმა დიპლომატს გააცნო საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული პრიორიტეტები, რომელთა განხორციელებასაც მთავრობა უახლოეს ოთხ წელიწადში გეგმავს.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში უფრო აქტიურად გაგრძელდება ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობების გაზრდას.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics