03:11 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 18:10:35, 1451 ნახვა

ეკონომიკა
მსოფლიოში ხუთი ათასი სასტუმროს მფლობელი ბრენდი საქართველოში რამდენიმე სასტუმროს ააშენებს

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას იმ შესაძლებლობისთვის, რომლითაც შევძელით აგვეღორძინებინა ეს არაჩვეულებრივი სილამაზის ადგილი“ - ამის შესახებ  საერთაშორისო სასტუმროების ქსელის „Louvre Hotels Group“-ის რეგიონულმა პრეზიდენტმა, ამინ მოუკარზელმა  ბორჯომში განახლებული სასტუმრო „ფირუზას“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. 

განახლებული სასტუმრო „ფირუზა,“ რომელიც კომპანია „ვორლდფაუნდ იუნივერსალს“ ეკუთვნის, საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც Golden Tulip“-ის ბრენდით დაიწყებს ფუნქციონირებას. Golden Tulip“-ი შედის „ლუვრის სასტუმროების ჯგუფში“ (Louvre Hotels Group) და წარმოადგენს 4 ვარსკვლავიან სასტუმროს. „ლუვრის სასტუმროების ჯგუფი“ მე-8-ე ადგილზეა მსოფლიოს წამყვან სასტუმროებთა ქსელებში, ხოლო ევროპის მასშტაბით მე-2 ადგილზეა. უშუალოდ „Golden Tulip“-ს 140-მდე სასტუმრო აქვს 34 ქვეყანაში. Louvre Hotels Group“-ი მსოფლიოს 50 ქვეყანაში ხუთი ათასი სასტუმროს მფლობელია.

„ეს ჩვენს მიერ განხორციელებული პირველი პროექტია საქართველოში, ამ ულამაზეს ქვეყანაში, რომელიც ოთხი სეზონის ტურიზმის განვითარების შესაძლებლობას იძლევა და გვაქვს სურვილი, ჩვენი მომსახურება შევთავაზოთ მომხმარებელს ამ წარმტაცი ბუნების მქონე ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. ჩვენი მიზანია საქართველოში 7 სასტუმრო ავაშენოთ. დავიწყეთ ბორჯომით და ახლა თბილისში გადავდივართ“ - განაცხადა ამინ მოუკარზელმა.  

„Louvre Hotels Group“-ის რეგიონული პრეზიდენტის თქმით, იგეგმება სასტუმროების აშენება წყალტუბოში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში და სხვა ადგილებში. „ჩვენ გვაქვს სასტუმროების 5000-იანი ქსელი 50-ზე მეტ ქვეყანაში და საქართველო სწორედ ის ადგილია, სადაც ასევე განთავსდება ჩვენი სასტუმროები. ჩვენი მიზანია საქართველოში ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი სასტუმროების ქსელი ვიყოთ და მრავალფეროვანი მომსახურება შემოგთავაზოთ.  ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ტურიზმს, ქვეყანაში მეტი დეველოპერი, მეტი ინვესტორი შემოვა, რაც დადებითად აისახება ეკონომიკურ განვითარებაზე“ - აღნიშნა ამინ მოუკარზელმა.  

1892 წელს აშენებული სასტუმრო „ფირუზა,“ რომლის აღდგენა-რესტავრაციისთვის მფლობელმა კომპანია „ვორლდფაუნდ იუნივერსალმა“ ორი მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ბორჯომში დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრებოდა.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics