10:39 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 18:31:56, 774 ნახვა

პოლიტიკა
შალვა კიკნაველიძე და სოზარ სუბარი ზესტაფონში დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ  ქ. ზესტაფონში დევნილებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთობლივი შეხვედრები გამართეს. მინისტრმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა დევნილების პრობლემები ადგილზე მოისმინეს და მხარდაჭრა გამოხატეს მათი უფლებების დაცვის კუთხით.

„გავმართეთ დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა, ვისაუბრეთ ყველა იმ პრობლემაზე და ყველა იმ გამოწვევაზე, რაც ამ ადამიაებს აწუხებთ და ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მოგეხენებათ, 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი საკითხი და პრობლემა გადაიჭრა და სახელმწიფო ბევრს აკეთებს ამ ადამიანების დასახმარებლად. ჩვენ მაქსიმალურად ვდილობთ მათ გვერდით დავუდგეთ“ - განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

„ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება 8 ოქტომბერს, იმიტომ, რომ მომდევნო 4 წლის სტაბილური განვითარება უნდა იქნეს უზრუნველყოფილი, მათ შორის დევნილებისთვის განსაკუთრებული პროგრამების განხორციელება და მათი უფლებების დაცვა. ყველა ხედავს, რომ ამდენი სახლი დევნილებისთვის არ აშენებულა არასდროს და ყოველგვარი ძალადობის გარეშე მათი უფლებების დაცვით მიმდინარეობას მათი პრობლემების მოგვარება. დარწმუებული ვარ, რომ მათი მხარდაჭერა ექნება შალვა კიკნაველიძეს, ჩვენს კანდიდატს და ქართულ ოცნებას“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრამონი - რუსული კანონი ძალიან მკაფიოა - ის საფრთხეს უქმნის ევროკავშირის კანდიდატობას
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს
პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დღეს განახლდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics