18:01 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 19:40:37, 737 ნახვა

პოლიტიკა
ლიტვის სეიმმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდამჭერი განცხადება მიიღო

ლიტვის რესპუბლიკის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა  2016 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდამჭერი განცხადება მიიღო, რომელშიც ლიტველი დეპუტატები ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს მოუწოდებენ უმოკლეს ვადებში იქნას მიღებული ყველა საჭირო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო გადაადგილებასთან დაკავშირებით.
 
სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკომისიის შეფასების თანახმად, საქართველომ წარმატებით განახორციელა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები, ხოლო 2016 წლის 5 სექტემბერს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხს.
 
ლიტვის სეიმი მოუწოდებს სლოვაკეთს, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, ასევე, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში მიიღონ ყველა საჭირო გადაწყვეტილება საქ. მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს საქართველოს საზოგადოების ნდობის განმტკიცებას ევროკავშირისა და  მისი ინსტიტუტების მიმართ, რაც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და იმ რეფორმების გაგრძელებისთვის, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიასთან, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემასთან. 
 
ლიტვის რესპუბლიკის სეიმის მიერ აღნიშნული განცხადების გაკეთებას წინ უძღოდა 19 სექტემბერს ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ქ-ნი ხათუნა სალუქვაძის შეხვედრა ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წევრებთან. შეხვედრის ფარგლებში ელჩმა ლიტველ პარლამენტარებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ბიზნესი მხარს უჭერს ხელისუფლებას, რადგან ჩვენი უმთავრესი მიღწევა ბიზნესის რეკეტის დასრულებაა
კობახიძე - არ შეიძლება, რასა იუკნევიჩიენე იყოს ევროპის სახე - რასა, რომელიც ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟია
წილოსანი - საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ევროკავშირისთვის, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა
„თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics