15:25 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 21:56:38, 2066 ნახვა

მსოფლიო
აშშ რუსეთს სირიის საკითხზე, თანამშრომლობის შეწყვეტით ემუქრება

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან თანამშრომლობას სირიაში კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების საკითხში, შეწყვეტს, თუკი რუსეთი ქალაქ ალეპოში ძალადობას არ შეწყვეტს.

როგორც სააგენტო "როიტერი" იუწყება, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ჯონ კირბი აცხადებს, რომ ჯონ კერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ აშშ სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს სირიაში ვითარების გამწვავების გამო.

„სახლმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ აშშ სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს სირიაში ვითარების გამწვავების გამო და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მოსკოვს მიიჩნევს პასუხისმგებლად იმ ვითარებაზე, მათ შორის იმ ბომბების გამოც, რომლებიც ქალაქის დასაბომბად გამოიყენება“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.

ცნობისთვის, სირიის არმია, რუსეთის ავიაციის დახმარებით, 19 სექტემბრიდან ქალაქ ალეპოს დაბომბვებს ახორციელებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ
კობახიძე - ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics