04:55 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 17:21:03, 3470 ნახვა

კულტურა
ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატებს რესტავრაცია ჩაუტარდება

საქართველოს  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის ეროვნული  სააგენტოს ინიციატივითა და "თიბისი ბანკის" დაფინანსებით, "ფიროსმანის აღდგენის" მასშტაბური პროექტი იწყება.

პროექტის პირველ ეტაპზე  რესტავრაცია ნიკო ფიროსმანის მირზაანის მუზეუმის კოლექციაში დაცულ ორ ნამუშევარს-"თამარ მეფესა" და "შოთა  რუსთაველს" ჩაუტარდება.

ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის თბილისის მუზეუმში  აღნიშნული ნამუშევრები რამდენიმე საათით გამოიფინა, შემოწმდა მათი მდგომარეობა  და ეროვნულ მუზეუმში გადაიგზავნა.

სურათებს რესტავრაციას  შ. ამირანაშვილის სახელობის  ხელოვნების  მუზეუმის სარესტავრაციო სახელოსნოს  სპეციალისტები-ნანა მანაგაძე  და ეველინა კარსელი ჩაუტარებენ.

რესტავრაციის პროცესი  სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც, რესტავრირებული ორივე ნამუშევარი თიბისი გალერეაში, მირზაანის ფონდში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის სრულ  კოლექციასთან  ერთად გამოიფინება.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იწყება- ნიკო ფიროსმანის მირზაანის მუზეუმის კოლექციაში დაცული ორ ნამუშევარის-"თამარ მეფისა" და "შოთა  რუსთაველის" რესტავრირების პროეექტი. მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი ინიციატორი და პარტნიორი ამ პროექტის  კერძო სექტორის წარმომადგენელია, თიბისი ბანკია, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი. დიდი იმედი მაქვს, ეს პროცესი ამ ორი სურათის აღდგენით არ დასრულდება და მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას",-აღნიშნა კულტურისა და ძეგლთა  დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

სარესტავრაციო პორტრეტების შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ ისინი  1948 წლიდან ინახებოდა ფილოლოგის, იოსებ მეგრელიძისა და მისი მეუღლის, თეატრმცოდნე  ნინო შვანგირაძის კერძო კოლექციაში. 1989 წელს, ოჯახმა ეს ნამუშევრები გადასცა "ხალხთა მეგობრობის მუზეუმს", საიდანაც სურათები ნიკო ფიროსმანის  მირზაანის  მუზეუმში მოხვდა.

ამ დროიდან, ნამუშევრები  მუზეუმის კოლექციაში ინახება. ნახატების მდგომარეობა შესწავლილია. მზადაა სარესტავრაციო პროექტიც. სპეციალისტების თქმით, მანამდე  ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაეობის გამო, ნახატებს მრავალმხრივი  დამუშავება ესაჭიროება. 

რესტავრაციის  პროცესი  კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის სააგენტოში მოქმედი საბჭოს ზედამხედველობის  ქვეშ განხორციელდება.


(R)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics