03:46 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 00:25:39, 747 ნახვა

სპეციალური ანონსი
29 სექტემბრის სპეციალური ანონსი

29 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში კონფერენცია „თბილისის გარდაქმნა შემოქმედებით ცენტრად“ გაიმართება. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრება.

29 სექტემბერს, 10:30 საათზე, ”მწვანე ალტერნატივა” დისკუსიას გამართავს.
თემა: ”საქართველოს ენერგოსექტორის განვითარების ხედვები პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო საარჩევნო პროგრამებში”.
მის: მაყაშვილის ქ. #32-34, სასტუმრო ”ბეტსი”

29 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ნუტრიმაქსის“ ქარხნის გახსნის ცერემონია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. 
მის: ფონიჭალის ზემო დასახლება, ღოღობერიძის ქ. N67
საკონტაქტო პირები: ნანა ჩინჩილაკაშვილი - 599502619, ნათია ბორაშვილი - 595501050

29 სექტემბერს, 11:00 საათზე აბანოთუბანში მირზა შაფის პროექტთან დაკავშირებით ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ირაკლი აბესაძე და ნიკა რურუა ღონისძიებას გამართავენ.
საკონტაქტო პირები: მაგდა - 577 41 06 01, რუსა - 558 248248 

29 სექტემბერს, 11:00 საათზე ,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება. 

29 სექტემბერს, 11:00 საათზე, ,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ გიორგი ცაგარეიშვილთან ერთად დაესწრება საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ოფისში გამართულ შეხვედრას, რომელზეც განიხილება წინასააარჩევნო მდგომარეობა საქართველოში. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ გაეროსა და მეგობარი ქვეყნების ელჩები საქართველოში.

29 სექტემბერს, 11:00 საათზე, დიდ დიღომში, ოლიმპიური ქალაქის, „ახალი თბილისის“ ტერიტორიაზე საფეხბურთო და სარაგბო მოედნების მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულა ჩაიდება. ღონისძიებას სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და უეფას პრეზიდენტი ალექსანდ ჩეფერინი დაესწრება.

29 სექტემბერს, 11:30 საათზე, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ნიკა მელიას პრესკონფერენცია გაიმართება.

29 სექტემბერს, 12:00 საათზე, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისათვის საკვები მიკროელემენტების გაცემის პროცესს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე დაესწრება. 
მის: უზნაძის ქ. #76/1 ( პასტერისა და უზნაძის ქუჩის კუთხე), აფთიაქი „მედფარმა +“

29 სექტემბერს, 12:00 საათზე, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში გოგა ონიანის პრესკონფერენცია გაიმართება.

29 სექტემბერს, 12:00 საათზე, ქ. თბილისში, სასტუმრო „ბომონდ გარდენ“-ში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მერსი ქორფსის (Mercy Corps) ხელშეწყობით და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით ქვემო-ქართლის რეგიონული ფორუმი გაიმართება.

29 სექტემბერს, 12:00 საათზე, მარნეულში, სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომლებსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან.
მის: მარნეული, კულტურის სახლის წინ მდებარე პარკი

29 სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ტექნოპარკის საკონფერენციო დარბაზში IT დასაქმების ფორუმს" გამართავს. 
მის: ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7

29 სექტემბერს, 14:00 საათზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია ,, გზა ლევილისაკენ - წარსული, აწმყო, მომავალი”. 
მის: რუსთაველის გამზ. #52, მეცნიერებათა აკადემია, მე-5 სართული, სააქტო დარბაზი.

29 სექტემბერს, 17:00 საათზე, იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც დაესწრებიან თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, თბილისის მერი დავით ნარმანია და მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics