10:19 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 09:58:40, 616 ნახვა

საზოგადოება
ლევილის მამულის ბაზაზე პირველი რესპუბლიკის ისტორიული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი მოეწყობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომა ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხზე საუბრით დაიწყო.

მან ამ ფაქტს ისტორიული უწოდა და ქართველ ხალხს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა მიულოცა.

„დღეს არის პირველი მთავრობის სხდომა მას შემდეგ, რაც საფრანგეთში ხელი მოეწერა ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს. მინდა, გამოვეხმაურო და პირველ რიგში ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული, 25 წელია, სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობდა ამ საკითხზე მუშაობა და ძალიან მახარებს, რომ სწორედ დღეს დასრულდა ეს ძალიან დიდი პროცცესი. სწორი მიდგომით, ძალიან ხანგრძლივი და შრომატევადი მოლაპარაკების შედეგად, მიღწეული იქნა ძალიან დიდი შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის. ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემა მართლაც ისტორიული მოვლენაა“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, გათვალისწინებულია, ლევილის მამულის ბაზაზე მოეწყოს პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი, ლევილის ქართული აკადემია.

„აქ იქნება შესაძლებლობა, რომ იყოს ისტორიული სამუზეუმო სივრცე, საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, საკონფერენციო დარბაზი და აკადემიის ფარგლებში იქნება საშუალება, რომ ქართველმა მეცნიერებმა დაყონ იქ გარკვეული დრო, იქნება მკვლევარებისთვის, სტუდენტებისთვის, მხატვრებისთვის, მუსიკოსებისთვის განსაზღვრული სივრცე, მათ შორის საცხოვრებელი ოთახები, სადაც საშუალება იქნება, რომ დარჩნენ და იმუშაონ საფრანგეთში. ამას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა საფრანგეთსა და საქართველოს შორის კულტურული, მეცნიერული და სხვა მიმართულებების განვითარებისთვის. ასევე, მინდა მოგილოცოთ ყველას, დიდი მადლობა გადავუხადო გელა დუმბაძესა და თეა წულუკიანს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს, არ მეშინია ამ სიტყვის, ნამდვილად არაადამიანური შრომა გასწიეს იმისათვის, რომ მიღწეული ყოფილიყო ეს შეთანხმება. მინდა,მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს თანამემამულეს, რომელიც ცხოვრობს საფრანგეთში და რომლებთანაც იქნა მიღწეული ეს შეთანხმება“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრემიერი გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
პენიტენციურ დაწესებულებებში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო
როთი - მოვიწვიე ლევან იზორია, რათა მასთან დაგეგმილ „აგენტების კანონზე“ ვისაუბრო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics