16:36 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 10:29:33, 561 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძემ ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროპარლამენტარებთან მიხაელ გალერთან (ევროპის სახალხო პარტია, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ბორდის წევრი), ედუარდ კუკანთან (ევროპის სახალხო პარტია (EPP), ბრიჯიტ შიპელთან (სოციალ-დემოკრატიული პარტია (S&D), სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის კოორდინატორი),  ანა გომესთან (S&D, პორტუგალია, საქართველოში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი), ტუნე კელამთან (EPP, ესტონეთი) და მარია გაბრიელისთან (ევროპის სახალხო პარტია(EPP) საქართველოს საკითხზე მომხსენებელი).

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს. ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ ერთხმად აღნიშნეს საქართველოს მოქალაქეებისთვის დამსახურებული უვიზო მიმოსვლის დროული ამოქმედების მნიშვნელობა, და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პროცედურის დასრულების შემდეგ უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი გახდება.

მათივე ცნობით, შეხვედრებზე, საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს.

ევროპარლამენტარებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას კონკურენტუნარიანი და დაბალანსებული საარჩევნო გარემოს ხელშესაწყობად. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პროცესი, მომავალი არჩევნები და მისი შედეგი არის დემოკრატიის კონსოლიდაციის კიდევ ერთი შესაძლებლობა საქართველოსთვის და მთავრობა უზრუნველყოფს თავისუფალ არჩევანს მისი მოქალაქეებისთვის.

(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რიჟვაძე - სოციალური პროექტის, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, უახლოეს პერიოდში 582 ოჯახი უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში გააგრძელებს ცხოვრებას
რიჟვაძე - 29 აპრილს გაიმართება საერთო სახალხო შეკრება, სადაც ცხადად გამოჩნდება თუ სად დგას საქართველო, ქართველი ხალხი, ვისთვისაც ძვირფასია ეროვნული ტრადიციული ფასეულობები
ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს
ბათუმი 2025 წელს ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიადას ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლით და საცურაო აუზით უმასპინძლებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics