09:41 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 11:51:57, 2085 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის უშიშროების ნაციონალური საბჭო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას ითხოვს

თურქეთის უშიშროების ნაციონალური საბჭო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას ითხოვს, - ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, საბჭო მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობა ქვეყანა დემოკრატიის დაცვას უზრუნველყოფს, კანონის აღდგენასა და თურქეთის მოქალაქეების უფლებების დაცვას შეუწყობს ხელს. უშიშროების საბჭოს სხდომას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მონაწილეობდა.

თურქეთში საგანგებო მდგომარეობის სამთვიანი რეჟიმი საგანგებო მდგომარეობის მცდელობის შემდეგ, 20 ივლისს ამოქმედდა.

თურქეთში არშემდგარი ამბოხის შემდეგ წინასწარი პატიმრობა 32 ათასს ადამიანს მიუსაჯეს. გამოძიება 70 ათასი ადამიანის წინააღმდეგ მიმდინარეობს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ეჭვმიტანილის დაპატიმრების პროცედურას ამარტივებს.

უშიშროების საბჭო ასევე გამოვიდა ინიციატივით, 15 ივლისი "დემოკრატიისა და თავისუფლების" დღედ გამოცხადდეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics