14:12 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 14:20:15, 854 ნახვა

პოლიტიკა
ნუგზარ წიკლაური: უკვე 9 დღის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს არავიზე ზრუნვა არ მოუწევს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს უკვე 9 დღის შემდეგ არავიზე ზრუნვა აღარ მოუწევს, ვინაიდან 8 ოქტომბრის არჩევნებზე მისი მმართველობა დასრულდება.

ამის შესახებ წიკლაურმა "ექსპრესნიუსთან" ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, ""ნაციონალური მოძრაობის" წევრები ჩვენი თანამოქალაქეები არიან და ვალი გვაქვს, მათზეც ვიზრუნოთ"

"მემგონი, ბიძინა ივანიშვილს არავიზე ზრუნვა არ მოუწევს უკვე  9 დღის შემდეგ,  მისი მმართველობა დასრულდება 8 ოქტომბერს. ის ხელისუფლება, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს, იზრუნებს, რა თქმა უნდა, თავის მოქალაქეებზე.  თუ როგორ იზრუნა მან საქართველოს მოქალაქეებზე, ძალიან კარგად გამოჩნდა გასული 4 წლის განმავლობაში. წინა 4 წელი  აღნიშნულია პოლიტიკური დევვნით, მოქალაქეების მოტყუებით, მათი იმედების გაცრუებით  და ანგარიშმიუცემელი კორუფციით, რომელიც არის სახელმწიფო უწყებებში.  ყველაფერ ამის კვალი ძალიან კარგად ჩანს ჩვენს ქალაქებში, ჩვენს სოფლებში, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაში და ქვეყნის უკუსვლაში. ამიტომ, მისი ზრუნვა  არავის აღარ სჭირდება და  ქართველი ხალხი  8 ოქტომბრის არჩევნებზეამ ვერდიქტს გამოიტანს",-განმარტა  ნუგზარ წიკლაურმა.

შეგახსენებთ, დღეს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოების ნაწილია და არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ისინი უნდა ჩაქოლონ.

ივანიშვილის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" კანონის უზენაესობა აღიაროს.

"არ იფიქროთ, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს თანამოქალაქეებზე. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ჩვენი თანამოქალაქეები არიან და ჩვენ ვალი გვაქვს, მათზეც ვიზრუნოთ. უამრავი მეთოდი არსებობს, რომ კაცის მკვლელებსაც ცდილობენ, გამოიყვანონ და საზოგადოების წევრებად გახადონ.  "ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოების ნაწილია და ნუ გექნებათ განცდა, რომ ისინი უნდა ჩავქოლოთ, ან რაღაც უბედურება დავმართოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ კანონის უზენაესობა აღიარონ, რომ სახელმწიფოებრიობა აღიარონ და დაემორჩილონ ამას. ეს მოხდება არჩევნების მერე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ივანიშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე არსენალის მთის პროექტზე - 2011 წლიდან კომპანიაში არ ვარ, არანაირი შეხება და ინტერესი არ მაქვს
კალაძე - არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროკავშირის, როგორც კონკრეტული ევროპარლამენტარები
პრემიერი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ე.წ. ლიბერალების თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნეა
ორბანი კობახიძეზე - ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics