18:21 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 14:47:52, 834 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: დაკარგული ტერიტორიები კი არა, დაკარგული ძმობა უნდა დავიბრუნოთ

„ჩვენ დაკარგული ტერიტორიები კი არ უნდა დავიბრუნოთ, დაკარგული ძმობა უნდა დავიბრუნოთ. ეს უნდა იყოს მთავარი და ეს უნდა იყოს წინ ", -ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აფხაზებისთვის შეთავაზებულ პროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ექსპრემიერმა აღნიშნა, პირველ რიგში ნდობის და დაკარგული ურთიერთობების აღდგენაა საჭირო.

"მთელი გულით და სულით გამიხარდა, რომ ამას მივადექი. დიდი ხანია მაქვს ამის სურვილი, როგორც ყველა ჩვენს მოქალაქეს, ჩვენ გვინდა ჩვენს ძმებთან აღვადგინოთ ნდობა და არა ისევ ის სუსულეები რაც გვესმოდა, რომ რეზინის ნავით გადავლენ და სისულეებს იფიქრებდნენ, რომ როგორმე ისევ მსგავსი ჩაედინათ. რაც მოხდა, დიდი უბედურებაა, ტრაგედიაა რაც გადავიტანეთ. მე ველოდები რომ გამოხმაურება იქნება პოზიტიური მათი მხრიდან და მე ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი აშენდება, 90 %-ზე მეტი იმედით ვარ განწყობილი, რომ ეს ესე მოხდება და მხოლოდ ასეთი ხერხებით და გზებით და მე რაც შემიძლია ვფიქრობ დღე და ღამე რომ ჩვენ ჩვენი ძმობა და დობა აღვადგინოთ და არა ის, როგორც აცხადებენ ძალიან ხშირად უხეშად, რომ დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები, ჩვენ დაკარგული ტერიტორიები კი არ უნდა დავიბრუნოთ, დაკარგული ძმობა უნდა დავიბრუნოთ. ეს უნდა იყოს მთავარი და ეს უნდა იყოს წინ. დანარჩენზე მერე ვისაუბროთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რეგიონულ მედიასთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აბხაზებსა და ოსებს სასტუმროს და ბოტანიკური ბაღის მშენებლობა შესთავაზა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარია - ჩვენთვის საქართველოს ევროინტეგრაცია არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის
15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - „საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
ხაბეიშვილი - ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი 28 აპრილს რუსთაველზეა
ოსტინი - აშშ უკრაინას კიდევ 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics