22:51 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 15:14:18, 753 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: მოქალაქეებს, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ, იმის გამო, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან, ვერავინ დასჯის

"პარტიის ჩვეულებრივი წევრები, უბრალო მოქალაქეები,  არ შეიძლება იმის გამო გავასამართლოთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან",-ამის შესახებ  "ქართული ოცნების" წევრმა,  პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, ""ნაციონალური მოძრაობის" წევრები ჩვენი თანამოქალაქეები არიან და ვალი გვაქვს, მათზეც ვიზრუნოთ"

 რაც შეეხება პარტიის ლიდერებს, კობახიძის თქმით, მათ ჩადენილი დანაშაულის გამო, პასუხი აგეს,  ზოგს კი,  პასუხისგება აწი მოუწევს: 

"აქ არ არის პარტიის ჩვეულებრივ წევრებზე საუბარი. პარტიის უბრალო  წევრებს, ჩვეულებრივი მოქალაქეებს, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ, იმის გამო, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან, ვერავინ გაასამართლებს, ვერავინ დასჯის.
აქ არაა საუბარი იმაზე, რომ ვინმეს დანაშაული ვაპატიოთ.  ის  ხალხი, ვინც დანაშაული ჩაიდინა, იგივე სააკაშვილი, მას  4 საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად აგებს ის პასუხს და შესაძლებელია კიდევაც დაემატოს სხვა საქმეები. რაც შეეხება  გენერალურ მდივანს, მერაბიშვილი პასუხისგებაშია მიცემული არაერთ მძიმე დანაშაულზე და კიდევ სხვები, თუ გნებავთ უგულავა, ანუ, პარტიის ლიდერებზე მაქვს აქცენტი, რომლებმაც პასუხი აგეს და კიდევ აგებენ.  ეს პარტია  მიუღებელია საზოგადოებისთვის და ალბათ, ეს  ადამიანები მალე მიხვდებიან, რომ ასეთი პოლიტიკურ ძალის წევრობა, რომელიც დანაშაულზე, ხალხის ღირსების აყრაზე, ასეთ ძალადობრივ ქმედებებზეა ორიენტირებული, უბრალოდ სირცხვილია. ალბათ, ასეთი დროც მოვა, რომ ეს პარტია უბრალოდ დაიშლება, რადგან ასეთ ძალდობრივ ორგანიზაციას საზოგადოებაში  მხარდამჭერები არ ეყოლება და არ შეიძლება საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა რაღაცა მხარდაჭერა გამოხატაოს ამ პარტიის მიმათ",-განაცხადა მანანა კობახიძემ "ექსპრესნიუსთან" საუბარში.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics