02:46 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 15:57:42, 1095 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ვურჩევ, სამართალდამცავ უწყებას ულტიმატუმების ენით ნუ ესაუბრებიან

"ქართული ოცნების" წევრი მანანა კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, რომლებიც  საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე მისვლას თავს არიდებენ, ურჩევს,  სამართალდამცავ უწყებას  ულტიმატუმების ენით არ ესაუბრონ.

როგორც კობახიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა,  საგამოძიებო უწყებისთვის ხელის შეშლა დანაშაულია:

"მე ვურჩევდი, რომ ულტიმატუმების ენით ნუ ესაუბრებიან სამართალდამცავ უწყებას. საგამოძიებო უწყებისთვის ხელშეშლა თავისთავად, ასევე  დანაშაულია და მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმაც, დანაშაულია. ამიტომ, ვურჩევდი მათ, რომ  კანონი დაიცვან. პირველ რიგში დეპუტატმა უნდა დაიცვას კანონი და კეთილი ინებონ და  მიბრძანდნენ და მისცენ ჩვენებები და თუ ასე არ იქნება, საგამოძიებო ორგანომ უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად",-განაცხადა მანანა კობახიძემ.

შეგახსენებთ, აკაკი მინაშვილისა და ნუგზარ წიკლაურის შემდეგ, სუს-ის წარმომადგენლებმა პარტიის ოფისში დაკითხვის უწყება პეტრე ცისკარიშვილს, გიგი წერეთელსა და ირმა ნადირაშვილსაც მიუტანეს, თუმცა პოლიტიკოსებმა უწყებები არ ჩაიბარეს.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.

ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.

მედიით გავრცელებულ  ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში  გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics