00:23 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 17:28:21, 1652 ნახვა

ეკონომიკა
ქვემო ფონიჭალაში პლასტმასის საწარმო გაიხსნება

შპს „პოლიმერი 1“ ქვემო ფონიჭალაში პლასტმასის საწარმოს ააშენებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საწარმო  პლასტმასისა და პლასტმასის ნაწარმის სხვადასხვა სახეობის პროდუქციას გამოუშვებს, მათ შორის, პოლიეთილენის გოფრირებული და არა გოფრირებული მილებს.

მათივე ცნობით, კომპანია წელიწადში სულ მცირე 500 000 გ/მ პროდუქციის გამოშვებას გეგმავს.

საწარმოს შექმნისა და წარმოების დაწყების მიზნით კომპანია 665 778 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „პოლიმერი 1“–ს  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული,ქალაქ თბილისში, ქვემო ფონიჭალას 2990.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადასცა.

ამასთან, გაცნობებთ, რომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 204  პროექტი, რომელთა საერთო ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 444 400 000 მილიონ ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 10 000-ზე მეტი ადამიანი.

(NS)

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics