00:47 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 00:04:09, 1019 ნახვა

სხვადასხვა
დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე საქართველოს რომის პაპი ეწვევა

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს, თბილისის დროით 15:00 საათზე ეწვევა. 

პირველივე დღეს, პაპი გიორგი მარგველაშვილთან, მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, პრეზიდენტის სასახლეში გამართავს შეხვედრას.

პირველივე დღეს პაპი ასევე ეწვევა საპატრიარქოს, სადაც მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება.

მეორე დღეს, 1-ელ ოქტომბერს, რომის პაპი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს, რის შემდეგაც მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს.

2 ოქტომბერს პაპი ფრანციკე ბაქოში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელობას, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წამომადგენლებსა და ებრაულ სათვისტომოს შეხვდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics