2016-09-30 09:24:00, 679 ნახვა
საზოგადოება
გიორგი პაპუაშვილსა და საკონსტიტუციო სასამართლოს სამ მოსამართლეს დღეს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს და კიდევ სამ მოსამართლეს დღეს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.
სამ მოსამართლეს პრეზიდენტის მიერ დასახელებული ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე, ასევე უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ დამტკიცებული თემურ ტუღუში, ჩაანაცვლებენ. მეოთხეს კი მომდევნო მოწვევის პარლამენტი დაამტკიცებს.
ახალი კანდიდატები ორ ოქტომბერს ფიცს დადებენ, რის შემდეგაც შეუდგებიან საქმიანობას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან