05:35 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 11:08:13, 678 ნახვა

საზოგადოება
უამინდობის გამო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა

უამინდობასთან დაკავშირებით, წუხელ ღამით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით,   მიწის მასა ჩამოწვა სოფელ ხეღრუში საავტომობილო გზასთან, თუმცა გადაადგილების პრობლემა არც ავტომობილებს და არც ქვეითად მოასიარულეებს არ შექმნიათ. ადგილზე ვითარება შეისწავლა გამგეობის სპეციალისტებმა. სამუშაოები უკვე დაწყებულია.

დილიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 10-მდე ლოკაციაზე საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის შედეგად დაზიანებულ კერებზე სამუშაოები დილის 7 საათიდან დაიწყო. ამჟამად ტექნიკის საშუალებით მიწის მასისგან იწმინდება სოფელ სარფში კალენდერეს დასახლება, ზედა ჯოჭოს, ახალშენის, კიბეს და ორთაბათუმის ტერიტორიები.

პარალელურად მიმდინარეობს ზარალის ოდენობის დათვლა. სოფლებში სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი, მოადგილეები და გეოლოგები სწავლობენ არსებულ ვითარებას. ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში საგანგებო ვითარებაში მუშაობენ გამგებლის წარმომადგენლები.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 2 პირი დააკავეს
კახა კალაძე: ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს
კახა კალაძე: ყველა იბრძვის იმისათვის, რომ უცხოური გავლენები შეამციროს თავიანთ ქვეყნებში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics