02:39 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 12:08:10, 1206 ნახვა

სამართალი
უნგრეთის ციხის სამსახურის გენერალური დირექტორი ანდრას ჩშოტი N5 და N16 პენიტენციურ დაწესებულებებს ეწვია

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის მოწვევით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უნგრეთის ციხის სამსახურის გენერალური დირექტორი ანდრას ჩშოტი დელეგაციასთან ერთად N5 და N16 პენიტენციურ დაწესებულებს ეწვია. 

სტუმრები დაწესებულებებში ვიზიტისას მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით გადანაწილების კლასიფიკაციას, ასევე, N5 და N16 პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედ სხვადასხვა სარეაბილიტაციო და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. 

დელეგაციის წევრებმა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოქმედი მცირე სამკერვალო საწარმო, ხანგრძლივი პაემნებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა, ბიბლიოთეკა, სილამაზის სალონი, სპორტული დარბაზი და სასადილო მოინახულეს, ხოლო N16 პენიტენციურ დაწესებულებაში ხეზე კვეთისა და კულინარიის კურსებს გაეცნენ, რომელსაც ცნობილი მზარეულები უძღვებიან. 
„ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები სხვადასხვა დაწესებულებებში იმყოფებოდნენ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გასცნობოდნენ N16 დაბალი რისკის და N5 ქალთა დაწესებულებების ინფრასტრუქტურას და იქ არსებულ მდგომარეობას. ასევე, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე და დარწმუნებული ვარ, პენიტენციურ სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გავაღრმავებთ,“ - განაცხადა პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად მიხანაშვილმა. 

უნგრელ კოლეგებს დაწესებულებების ფუნქციონირებისა და თანამედროვე მართვის მეთოდების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ანდრას ჩშოტი დეტალურად გაეცნო საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს. დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ მსჯავრდებულთა დასაქმების პროგრამით, რაც მათი  რეაბილიტაციისათვის უმთავრესია. 

ანდრას ჩშოტის განცხადებით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილების გაზიარება. 

„ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფებით და საშუალება გვაქვს, ვნახოთ ის თანამედროვე და ინოვაციური მიდგომები, რომლებიც თქვენს პენიტენციურ დაწესებულებებშია დანერგილი. ჩვენი სისტემა მსჯავრდებულთა განათლებაზეა ორიენტირებული და იგივეს ვხედავ საქართველოშიც, აქ არსებული საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამები მსჯავრდებულთა ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული. აღფრთოვანებული ვარ ინფრასტრუქტურით, განსაკუთრებით მომეწონა ხანგრძლივი პაემნებისათვის განკუთვნილი ოთახები და სპორტული დარბაზი, “ - განაცხადა ანდრას ჩშოტიმ. 

უნგრეთის ციხის სამსახურის გენერალური დირექტორი დელეგაციასთან ერთად საქართველოში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ანდრას ჩშოტი უკვე შეხვდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს.

(NS)

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics